ეგვიპტის სასამართლომ მოჰამედ მორსის 529 მხარდამჭერს სიკვდილი მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ მოჰამედ მორსის 529 მხარდამჭერს სიკვდილი მიუსაჯა

ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის 529 მხარდამჭერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, 529-ვე გასამართლებული "მუსლიმთა საძმოს" წევრია. სასამართლომ ისინი ბრალდებულად სცნო პოლიციელების მკვლელობასა და პოლიციაზე თავდასხმაში.

ამასთან, "ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, სასამართლოს წინაშე 150 ბრალდებული წარსდგა, დანარჩენები სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, 16 ბრალდებული კი გაამართლა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა