"ორი ვარსკვლავის" ჟიურიში ინგა გრიგოლია იქნება

"ორი ვარსკვლავის" ჟიურიში ინგა გრიგოლია იქნება

დღეს "ორი ვარსკვლავის" მორიგი ტური გაიმართება. ტური საკარნავალო სიმღერების შესრულებას დაეთმობა. არსებობს მოლოდინი, რომ წყვილები ამოცანას ადვილად გაუმკლავდებიან, თუმცა შოუ სავსეა მოულოდნელობებით.

როგორც პროექტის გენერალურმა პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გვითხრა, ჟიურის შემადგენლობაში მაყურებელს სიურპრიზი ელის - წყვილებს ცნობილი ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შეაფასებს. ის ჟიურის შემადგენლობას დღეს ერთჯერადად შეუერთდება.

ნოე სულაბერიძე:

- ინგა იმიტომ შევარჩიეთ, რომ არხის წარმატებული სახეა. ამასთან, არის დამაჯერებელი, კარგი შეფასების უნარი აქვს. რაც მთავარია, მოსწონს პროექტი და კარგად არის მის დეტალებში გარკვეული. ასე რომ, საინტერესო საღამო გველოდება.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება