ფრანგულმა სატელიტებმა ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში აღმოაჩინეს ობიექტები, რომელიც შესაძლოა, მალაიზიის ავიაკომპანიის დაკარგულ თვითმფრინავს ეკუთვნოდეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რადარებმა რამდენიმე ობიექტი ავსტრალიის ქალაქ პერტიდან 2 300 კმ-ში დააფიქსირეს.
თვითმფრინავი MH370 8 მარტს გაუჩინარდა. ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. ბოინგი კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.