რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი

რატომ თქვა ანა ხანჩალიანმა ''ერთი-ერთში'' და ''X ფაქტორში'' მონაწილეობაზე უარი

ანა ხანჩალიანს ძალიან ბევრ კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული და თითქმის ყველა მათგანში პირველი ადგილი დაიკავა. ბოლო დროს კი იმის გამო, რომ საქართველოში კონცერტები აღარ იმართება, იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ კარიერა ერევანში აიწყოს.

გასული წლის 26 დეკემბერს ანა სომხური ''ახალი ხმის'' გამარჯვებული გახდა. პირველ ადგილს საერთოდ არ ელოდა, უხარია, რომ სხვა ქვეყნიდან ჩასულმა მოახერხა და მაყურებელს თავი შეაყვარა.

''ყველას ჰგონია, რომ ისევ პატარა ბავშვი ვარ''

- ანა, ფოტოებზე შენს მშობლებთან ერთად ხარ...

- ჩემი მშობლები არიან მარინა და ალექსანდრე ხანჩალიანები. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მამას რობერტა ერქვა, ყველა ასე მიმართავდა და მეც ასე ვიცნობდი. მოგვიანებით გავიგე, რომ ალექსანდრეს ასული ვარ. მამა ინჟინერია პროფესიით, დედა ამჟამად დიასახლისია.

- როგორც ვიცი, გყავს დედმამიშვილები.

- ოთხი დედმამიშვილი ვართ. მე ყველაზე უმცროსი გახლავართ. მყავს 19 წლის ძმა არმენა, რომელიც ახლა მზარეულია. ბავშვობიდან ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე, მაგრამ გარდატეხის ასაკში, დაახლოებით მეექვსე კლასის შემდეგ, სიმღერას თავი დაანება. წარმატებული მზარეულია. ბავშვობიდან, როდესაც დედაჩემი სახლში არ იყო, სკოლიდან რომ მოვდიოდი, ჩემი ძმა მიმზადებდა გემრიელ საჭმელებს. უფროს ძმას არტურა ჰქვია. 28 წლისაა, ის ამჟამად თბილისში არ იმყოფება. ერთი და მყავს, სოფო, რომელიც ასევე მღერის. ჰყავს თავისი ბენდი და თბილისის პრესტიჟულ ბარებში მღერის.

- ''ნიჭიერში'' გაგიცანით. ეს ფოტო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული.

- მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ძალიან მიკვირს და არ მჯერა, ასე მალე თუ გავიდა დრო. ხანდახან მგონია, რომ გუშინ იყო ''ნიჭიერის'' კასტინგი. ქუჩაში ასაკს მეკითხებიან ხოლმე და რომ ვეუბნები, ჩვიდმეტის ვარ-მეთქი, ძალიან უკვირთ, ჩვენ ისევ ის პატარა ბავშვი გვახსოვხარო, მეუბნებიან.

- ''ნიჭიერის'' შემდეგ ძალიან პოპულარული გახდი, მონაწილეობდი ბევრ კონცერტსა და კონკურსში. ამ ყველაფერმა სწავლაში ხელი ხომ არ შეგიშალა?

- სკოლაში ხუთი წლის შევედი და შარშან დავამთავრე. სიმართლე გითხრათ, ''ნიჭიერის'' პერიოდში ცოტა გამიჭირდა სწავლა. ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებდი. სწავლას ცოტათი ჩამოვრჩი, მაგრამ მერე ყველაფერი ვისწავლე. ყველა საგანში მაღალი ნიშანი არ გამომყოლია, მაგრამ სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე.

- მონაწილეობა მიიღე საბავშვო ''ევროვიზიაზეც'', ჯგუფ ''ქენდის'' წევრი იყავი..

- ჩემს მშობლიურ ქალაქ ერევანში გამართულ საბავშვო ''ევროვიზიაზე'' პირველი ადგილი დავიკავეთ. მომდევნო ფოტოზე ჯგუფ ''ქენდისთან'' და გიგა კუხიანიძესთან ერთად ვარ. კიდევ ვიყავი მაკედონიაში, საერთაშორისო კონკურსზე, 24 ქვეყანა მონაწილეობდა და მათ შორის პირველი ადგილი ავიღეთ.

- აღნიშნე, ჩემს მშობლიურ ერევანში ჩატარდა კონკურსიო, ერევანში ნათესავები გყავს?

- წარმოშობით ერევნიდან ვარ, დედაც და მამაც სომხები არიან, მაგრამ მშობლებიც და მეც თბილისში ვართ დაბადებული.

- იცი სომხური ენა?

- რა თქმა უნდა. წერაც ვიცი და კითხვაც. სომხური სკოლა დავამთავრე. მომდევნო ფოტო კლასელებთან ერთად ბანკეტზე მაქვს გადაღებული. ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან კარგად მახსენდება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება