''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...

''ჩემი მეუღლე სიმპათიურია, მაგრამ მირჩევნია, ჩემი შვილი ზუსტად ჩემნაირი იყოს''...

გასულ ორშაბათს ''იმედის'' არხზე ახალი მუსიკალური შოუ ''ორი ვარსკვლავი'' დაიწყო, რომლის წამყვანადაც დუტა სხირტლაძესა და ლელა წურწუმიასთან ერთად ''რუსთავი 2-ის'' უკვე ყოფილი სახე ანი ქორქია მოგვევლინა. მიუხედავად ტოქსიკური ორსულობისა, ტელეწმაყვანი თითქმის 9 თვე ეკრანზე ჩანდა, სამი თვის წინ კი ბიჭის დედა გახდა, რომელსაც სახელი მამამთილის პატივსაცემად დაარქვა. ძალიან გვინდოდა ანი შვილთან ერთად გადაგვეღო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ბავშვის ფოტოს გამოქვეყნებისგან თავს იკავებს. შეგახსენებთ, რომ ანის მეუღლე მარკეტინგის სპეციალისტი კახა ჩიქოვანია.

- მოგეხსენებათ, დიდი ხნის განმავლობაში ''რუსთავი 2''-ში ვმუშაობდი, თუმცა ამ ეტაპზე ''იმედის'' მიერ შემოთავაზებული წინადადება უფრო მისაღები იყო ჩემთვის. ბოლო პერიოდში ლოტოს წამყვანი ვიყავი და ამას იმდენად ცოტა დრო მიჰქონდა, რომ პრაქტიკულად არც მიიჩნეოდა, რომ სამსახური მქონდა. დღეს კი, როცა გავაჩინე შვილი, ბავშვი წამოიზარდა და მეც ფორმაში ჩავდექი, გამიჩნდა სურვილი, უფრო მნიშვნელოვანი რამ გამეკეთებინა, ''ორი ვარსკვლავის'' წამყვანობა კი ნამდვილად მომხიბვლელი წინადადება იყო ჩემთვის, ამიტომ მივიღე ''იმედზე'' გადასვლის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ერთჯერადი პროექტით არ შემოვიფარგლებით. ''რუსთავი 2''-ში ძალიან მეგობრული გარემოა, რომ წამოვედი, მეც დამწყდა გული და მათაც - ჩემზე, მაგრამ რა ვქნათ?! აუცილებლად შევინარჩუნებ მათთან კარგ ურთიერთობას. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ''იმედშიც'' ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფი დამხვდა და გამიადვილდა მათთან მუშაობა. იმედია, ისე კარგად მოვერგები სიტუაციას, რომ მტკივნეული არ იქნება მეორე ოჯახთან დაკავშირებული ცვლილება.

- არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა ''ორი ვარსკვლავის'' პირველ გადაცემას, შენ, როგორც წამყვანი, რას იტყვი ამაზე?

- პირველი გადაცემის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ შოუ იმაზე მეტად ყურებადი აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით, რა მოეწონა ხალხს და რა - არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ აშკარად მაღალი რეიტინგი აჩვენა. ღია ეთერს ყოველთვის ახლავს ლაფსუსები, ვიმედოვნებ, ნელ-ნელა უფრო დავიხვეწებით და უკეთეს შოუს შემოგთავაზებთ.

- შეიძლება ითქვას, რომ მონაწილეებს სცენისკენ გზას ულოცავ, როგორია მათი რეაქციები კადრს მიღმა.

- ყველა ღელავს, განსაკუთრებით კი პროფესიონალი მომღერლების პარტნიორები, მიუხედავად ამისა, ერთმანეთს ამხნევებდნენ, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და ა.შ.

- ახლა გადავიდეთ პირადად შენს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეზე, შვილზე..

- მყავს პატარა, 3 თვის გიორგი ჩიქოვანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ოღონდ კარგი გაგებით, ეს ყოფილა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება, მადლობა უფალს, რომ ასეთი სიხარული განმაცდევინა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება