გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი დაშორდნენ - რა გახდა "წლის განქორწინების" მიზეზი

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი დაშორდნენ - რა გახდა "წლის განქორწინების" მიზეზი

ჰოლივუდში მყარი ურთიერთობები რომ იშვიათია, ამას კიდევ ერთი განქორწინება ადასტურებს.

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ და მისი მეუღლე, მომღერალი კრის მარტინი (როკ-ჯგუფის Coldplay-ს ვარსკვლავი) 11 წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან.

"გადავწყვიტეთ, დავშორდეთ. გავაცნობიერეთ, რომ დაშორება აჯობებს. ერთმანეთი გვიყვარს. ყოველთვის ერთი ოჯახი ვიქნებით, რადგან პირველ რიგში, მშობლები ვართ და მეორეც - შესანიშნავი შვილები გვყავს. ყოველთვის ვამჯობინებდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ძალიან პირადული ყოფილიყო და მაქსიმალურად ვცდილობდით, პრესის ფურცლებზე გასარჩევი არ გამხდარიყო. იმედი მაქვს, ასევე განვაგრძობთ ცხოვრებას", - განაცხადეს ვარსკვლავებმა.

ჰოლივუდში წყვილის დაშორება სრული მოულოდნელობა იყო, ისინი სანიმუშო მეუღლეებისა და მშობლების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მაგალითად, პელტროუმ ქალებს ერთ-ერთ ინტერვიუში მოუწოდა, რომ თუ შვილების ყოლა სურდათ, სახლში მჯდარიყვნენ. ამაყობდა, რომ ქმრისთვის გემრიელ სადილებს ამზადებდა და კოლეგა მსახიობებისგან განსხვავებით, შვილების გამო არაერთ საინტერესო კინოროლზე თქვა უარი. ერთ-ერთ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ინტიმური სცენებისთვის ქმარი ავარჯიშებს.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება