რა კავშირია კარმულ კვანძებსა და კარიერულ წინსვლას შორის

რა კავშირია კარმულ კვანძებსა და კარიერულ წინსვლას შორის

ჩვენ პირად კოსმოგრამაში განლაგებული ასპექტებია, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანს საშუალება აქვს ის "მაგიური წრედი" აამუშაოს, რომელსაც მის ცხოვრებაში წარმატების მოტანა შეუძლია. პირველ რიგში, ამ მხრივ "ხელის წაშველება" რუკაში იუპიტერის კარგ პოზიციას და მშვილდოსნის ზოდიაქოს ძლიერ გავლენას შეუძლია. თუმცა ამგვარი კომბინაციები უფრო იღბლის (აზარტულ თამაშებში მოგების ან მემკვიდრეობის მიღების ალბათობა) მომტანად ითვლება, ხოლო წარმატებას, რომელსაც ადამიანი საკუთარი შრომის და შემართების ჯეროვნად დაფასების მერე აღწევს, უკვე მთვარის კვანძების განლაგება განაპირობებს.

1, 4, 7 ან 10 სახლში განლაგებული აღმავალი კვანძი ანუ რახუ, ხშირად მიანიშნებს იმას, რომ ასეთ ადამიანს უპირობოდ ელოდება წინ კარიერული წარმატება. განსაკუთრებით დადებითი ამ მხრივ მაინც მეათე სახლია. რახუს მეათე სახლში განლაგება, ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურაში კარიერის გაკეთების დიდ ალბათობას იძლევა. ხოლო როცა იგივე რახუ მეშვიდე სახლშია განლაგებული, ეს გავლენიანი მფარველისა და მეცენატის არსებობას გვამცნობს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებაში. აღმავალი კვანძის ეს მდებარეობა, განსაკუთრებით პოზიტიურია ისეთი პროფესიის მქონე ხალხისთვის ვისი საქმიანობაც პარტნიორობაზეა დამოკიდებული (მაგ., ექიმი – პაციენტების სიუხვე, ბანკირი – კლიენტების სიუხვე, სტილისტი – ასევე კლიენტების სიუხვე).

აღმავალი კვანძი, მოქმედებს დაახლოებით ისე, როგორც იუპიტერი, ხოლო დაღმავალის მოქმედება სატურნის გავლენას შეესაბამება. უფრო მარტივად რომ ვთქვთ, ორივე მათგანი იღებს წარმატების მიღწევის, პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესში მონაწილეობას, ოღონდ რახუს გავლენა გაცილებით უფრო თვალნათელია, როგორც იუპიტერის, ხოლო ქეთუს გავლენა შედარებით ნელი და ეტაპობრივია სატურნის ციკლის მსგავსად.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანებს, რომელთაც დაღმავალი კვანძი 4 სახლში, ხოლო აღმავალი კვანძი 10 სახლში აქვთ განლაგებული, ძალზე ხშირად არ გააჩნიათ გამოხატული და ცხოველური ინტერესი თავბრუდამხვევი კარიერის კეთებისკენ, თუმცა იმდენად რამდენადაც განვლილი ინკარნაციის გზით მათ დაგროვილი აქვთ "შექმნის", "შენების" ნიჭი (რაც ოჯახზე ვრცელდებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში), ახალი ინკარნაციის პირობებში ე.წ. "ხალხში გასვლის" მცირედი შასიც კი საკმარისია მათთვის, რომ ეს შენების ინსტინქტი ავტომატურად ჩაირთოს, ოღონდ ამჯერად უკვე კარიერული თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საუბარი შეეხება დაუზიანებელ მთვარის კვანძებს, კარგი ასპექტაციით.

Astrologia

ზოგადად, მთვარის კვანძების მაგია იმაში მდგომარეობს, რომ დაღმავალი კვანძი, რომელიც გვანახებს რა ვიცით, რა სახის გამოცდილებით დავიბადეთ ამ კონკრეტულ ინკარნაციაში, ჰარმონიულად შევუსაბამოთ აღმავალი კვანძის პრინციპებს, ანუ იმას თუ რისი სწავლა და გათავისება მოგვეთხოვება ამ ცხოვრებაში. ადამიანები კი, რომელთაც აღმავალი კვანძი 10 სახლში აქვთ განლაგებული, ინტუიციურად გრძნობენ რა სახის მანევრირება სჯობს კარიერულ კიბეზე. ეს მათ ქვეცნობიერში აქვთ ჩაშიფრული. მთავარია, გადამწყვეტ მომენტში დაღმავალი კვანძის (მეოთხე სახლი) გავლენამ არ იმძლავროს მათში და თავბრუდამხვევი კარიერის კეთებისას, "პროფესიული კლაუსტროფობიის" შიშით ყველაფრის შუა გზაზე მიტოვება არ განიზრახონ. დიახ, დიახ ამგვარი მაგალითებიც ხდება. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი იწყებს სვლას მისი დაღმავალი, უკვე განვლილი პროგრამის გზით, რის შედეგადაც მის ცხოვრებაში ნაკლებად იქნება წარმატება ან პოზიტიური მოვლენები, რაც ისევ და ისევ აიძულებს მას შუა გზაზე მიტოვებულ საქმიანობას დაუბრუნდეს.

კარიერული აღმასვლის ალბათობაზე, გარდა მთვარის კვანძების განლაგებისა, იუპიტერის მდებარეობაც აქტიურად მიუთითებს. იუპიტერი მოგეხსენებათ, წარმატების მომტანი პლანეტაა. ამიტომ, თუკი იგი პიროვნების ნათალურ რუკაში მეათე სახლს იკავებს (ამასთან ერთად დაუზიანებელია, დადებითი ასპექტებით), იგივე ძალას ფლობს, რასაც მეათე სახლის კუსპიდის (ანუ დასაწყისის) მშვილდოსნის ზოდიაქოში განლაგება. თუმცა რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საკმაოდ ბევრ, საკუთარ პროფესიაში წარმატებულ და აღიარებულ პერსონას გააჩნია პირად რუკაში მეათე სახლის დაძაბული ასპექტაციაც (მაგ. კვადრატურა). მაგრამ სწორედ ეს, ერთი შეხედვით ნეგატიური კომბინაციები აძლევს ამ ადამიანებს ძალას და ენერგიას საიმისოდ, რომ მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდნენ და სულ წინ იარონ, ახალ-ახალი მწვერვალების დასაპყრობად. და მიუხედავად იმისა, რომ მათ არცთუ იშვიათად ექმნებათ სხვადასხვა სახის წინაღობა და დაბრკოლება კარიერულ კიბეზე, მიზანსწრაფულობისა და სიჯიუტის ხარჯზე ისინი ყოველთვის ახერხებენ, დაიმკვიდრონ საკუთარი დამსახურებული ადგილი მზის ქვეშ.

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ თევზებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ მორიელებს -  2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ვერძებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი