10 ნივთი, რომელთა სახლში ქონაც "სიცოცხლეს მოგისწრაფებთ"

10 ნივთი, რომელთა სახლში ქონაც "სიცოცხლეს მოგისწრაფებთ"

გავიგოთ, რომელი ნივთებია ეს და რა გავლენას ახდენენ ჩვენზე?

1. უჩვეულო საჩუქრები

თუ ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიას არ გამოხატავს და საერთოდაც, არც თქვენი მეგობარია და მოულოდნელად საჩუქრის ჩუქება გადაწყვიტა, სრულებით შესაძლებელია, რომ ეს "საჩუქარი-ვამპირია". ასეთი საგნების ხელში აღებაც კი საშიშია, გამოგაცლით ცხოვრებისეულ ენერგიას, ოჯახში უთანხმოებას შემოიტანს და გაურკვეველი დაავადების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.

2. სიკვდილთან დაკავშირებული საგნები

სიკვდილის განმასახიერებელი ნებისმიერი ნივთი დამანგრეველი ენერგეტიკის მატარებელია. ეს შეიძლება იყოს ცხოველის ჩონჩხი ან მისი კანი, ცხოველების ან ფრინველების ფიტული, დახატული ჩონჩხი, კუბო ან თავის ქალა – ყველაფერი, რაც სიკვდილის სიმბოლოა.

3. უცნობი ძვირფასეულობა

უცნობი ადამიანისგან შეძენილი ან შემთხვევით ნაპოვნი ძვირფასეულობა, შესაძლოა ბოროტი აურის მატარებელი იყოს და თქვენს ენერგეტიკულ ველს დაანგრევს, რასაც შეუძლია სიკვდილი მოგიტანოთ.

4. ცხოველების ან ფრინველების ქანდაკებები

საცხოვრებელ სახლს ხშირად ვაფორმებთ სხვადასხვაგვარი ქანდაკებებით. ყოველ ამგვარ ქანდაკებას ყურადღებით უნდა მიუდგეთ, რათა სახლში უბედურება არ მოგიტანოთ. განსაკუთრებით უარყოფითი აურის მატარებელია შავი ჩიტების ქანდაკებები.

5. ნიჟარები

ზღვის სანაპიროზე დასვენების შემდეგ ჩვენს სახლში ხშირად ხვდება ზღვის ნიჟარები. თუმცა ყველა ეზოტერიკოსი გეტყვით, რომ სწორედ ზღვის ნიჟარები იზიდავენ სახლში მძარცველებსა და თაღლითებს.

6. გატეხილი ჭურჭელი

ნებისმიერი გაბზარული ან გატეხილი ნივთი უარყოფითი ენერგეტიკის მატარებელია.

7. დანა მაგიდაზე

თუ მაგიდიდან ჭურჭლის ალაგებისას, მასზე დატოვებთ დანას, ის უარყოფითი ენერგიის დაგროვების ცენტრი გახდება, რაც შემდეგ ოჯახის წევრებზეც გადავა.

8. ძველი კალენდარი

კალენდარული წლის ამოწურვის შემდეგ კალენდარი კედლიდან უნდა ჩამოხსნათ და გადააგდოთ, რამდენადაც ის წელი აღარ დაბრუნდება, არ მოგიტანთ წარმატებას, პირიქით, ხელს შეგიშლით წინსვლასა და განვითარებაში.

9. გატეხილი სარკე

საიდუმლო არავისთვისაა, რომ სარკე თითოეული ადამიანის ენერგეტიკას ინახავს, ვინც მასში ჩაიხედავს. გასაკვირი არაა, რომ წლებთან ერთად ის ბევრ უარყოფით ენერგიას აგროვებს. გაბზარული ან გატეხილი სარკე კი საერთოდაც საშიშია და ადამიანის სიცოცხლის შემცირება შეუძლია.

10. გარდაცვლილი ადამიანების ნივთები

ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილი ახლობლის ნივთებს ვინახავთ და მათი მოშორება არ გვსურს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სახლში მისი ნივთების დატოვება არასასურველია. ასეთი ნივთები ოჯახის წევრებს გამუდმებით სიკვდილის სამყაროში იზიდავს და სიცოცხლეს უსწრაფებს.

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე