ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება ხოლმე პერიოდულად ექსტრემალური, ცვლილებებით სავსე ან პირიქით - გამორჩეულად პოზიტიური პერიოდები. ცნობილი რუსი ასტროლოგი პაველ გლობა რამდენიმე, კონკრეტულ ასაკს ასახელებს. ეს ის წლებია, რომელიც შესაძლოა თქვენთვის კარდინალური ცვლილებების მომტანი იყოს თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ვერძისთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76 წელი.
კუროსთვის ასეთი წლები 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60, 64 წლის ასაკში დგება.
ტყუპის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილებები 10, 20, 30, 40, 50, 64, 70, 80 წლის ასაკს უკავშირდება.
კირჩხიბისთვის საკრალურია წლები: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60, 75.
ლომის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხები 19, 36, 40, 57, 60, 76 წლის ასაკს უკავშირდება.
ქალწულისთვის ასეთი წლებია: 16, 21, 24, 32, 41, 50.
სასწორის ცხოვრებაში კარდინალური ძვრები 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72 წლის ასაკში ხდება.
ხოლო მორიელთან ყველაფერი თავდაყირა 15, 25, 30, 45, 50, 60, 74 წლებში დგება.
მშვილდოსანთან ბევრი რამ 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75 წლის ასაკში იცვლება ხოლმე.
ხოლო თხის რქა ცვლილებებს უნდა ელოდოს 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57 წლებში.
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72 წლის ასაკი.
ხოლო თევზებთან ცვლილებები 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60 წლებში მოდის.