რომელ ქალთან ხუმრობა დასრულდება ტრაგიკულად მოარშიყე მამაკაცისთვის - 3 ლიდერი

რომელ ქალთან ხუმრობა დასრულდება ტრაგიკულად მოარშიყე მამაკაცისთვის - 3 ლიდერი

არსებობს მოსაზრება, რომ ყველა ქალში ცხოვრობს ალქაჯი და პრინცესა - ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მათგანს გააღვიძებს მამაკაცი მასში. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული ქალები ყველაზე არაპროგნოზირებადი, ქარიზმატული, მომხიბვლელი თუმცა, საშიში და ამოუცნობი პიროვნებები არიან. ამიტომ მათთან რომანის დაწყებას ნებისმიერი მამაკაცი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. ამ ქალებთან ხუმრობა არ ღირს ნამდვილად.

ლომი - ამაყი, თავმოყვარე და ამბიციური ქალია. თუ მისი გულის მოგებას შეძლებთ - რაც საკმაოდ რთულია, ამ ქალის სახით საიმედო მეგობარს და თანამოაზრეს შეიძენთ. თუმცა, თუკი ქალი ლომის იმედები ვერ გაამართლეთ, ან უფრო უარესი, იგი მოკლევადინ გასართობად წარმოგიდგენიათ, მერწმუნეთ, ინანებთ ამას, თანაც არაერთგზის. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები დედოფლური ხასიათით გამოირჩევიან და ყოველთვის ახერხებენ თავის წინ დააჩოქონ სასურველი მამაკაცი.

მორიელი - ვნებიანი, ემოციური და ეჭვიანი ქალია. იგი ბუნებით მესაკუთრეა, ამიტომ "ისე რა" ურთიერთობებს ვერ ეგუება. თუ მისი ხართ ბოლომდე მასთან უნდა იყოთ სულით და ხორცით, თუ არადა, იგი თქვენი დაუძინებელი მტერი და კონკურენტი იქნება. ქალი მორიელი არაჩვეულებრივი საყვარელია, ამიტომ მამაკაცები მის დავიწყებას ვერასოდეს ახერხებენ. მას შეუძლია კაცის სისუსტეების ამოცნობა და მათით მანიპულირება, თანაც ისე, რომ გარეგნულად არაფერი შეემჩნევა.

მერწყული - ერთი შეხედვით მეგობრული, კომუნიკაბელური და ზედაპირული გეჩვენებათ? არ მოტყუვდეთ, ეს ყველაფერი ამ ქალის "ნიღაბია", რეალურად კი მისი ამ ხასიათის სიმსუბუქის უკან რკინის ნებისყოფა და საოცარი სიჯიუტე იმალება. ქალი მერწყული გასაოცარი პრინციპულობით გამოირჩევა, ამასთან ერთად, მას აქვს გასაოცარი ინტუიცია და როგორც წესი, ყოველთვის წინასწარ იცის მოვლენათა განვითარების სიუჟეტი. ამიტომ აზრი არა აქვს მის გადარწმუნებას რამეში. იგი გამჭოლ ხედავს ნებისმიერ მამაკაცს და ზუსტად იცის, მისი საქციელის რეალური მოტივები.

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ

დიდი ემოციური ტრავმა, შეზღუდვები და ურთიერთობების მოულოდნელად დასრულება - რას პროგნოზირებს ავსტრიელი ასტროლოგი 2020-ის დაბნელებებზე