ვინ არიან კირჩხიბები | Astrology.Ambebi.GE
პოლიტიკა
სპორტი

14

დეკემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 15:21-ზე, მთვარე ტყუპშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
სამართალი
Faceამბები
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან კირჩხიბები
ვინ არიან კირჩხიბები

ზუს­ტად ერთი წლით ტო­ვებს და ზო­დი­ა­ქოს ერთ-ერთ კარ­დი­ნა­ლურ ნი­შანს კირჩხიბს ეს­ტუმ­რე­ბა. კირჩხი­ბი ზო­დი­ა­ქოს მე­ო­თხე ნი­შა­ნი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ტრა­დი­ცი­ებ­თან, ოჯახ­თან, ფეს­ვებ­თან და წი­ნაპ­რებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. აი, რა­ტომ უყ­ვართ კი­ბორჩხა­ლებს ასე ძა­ლი­ან სა­კუ­თა­რი გა­რე­მო და ხალ­ხი ვის გვერ­დი­თაც იზ­რდე­ბი­ან, თუნ­დაც ისი­ნი რე­ა­ლუ­რად სუ­ლაც არ იმ­სა­ხუ­რებ­დნენ ამ­გვარ სიმ­პა­თი­ებს.

კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს სა­მე­დი­ცი­ნო ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით კუჭს და საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას გა­ნა­გებს - ვი­საც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებ­თან გქო­ნი­ათ საქ­მე, ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ საკ­ვე­ბის თემა და კუ­ლი­ნა­რია ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნის აქი­ლევ­სის ქუს­ლია. საჭ­მელ­სა და შიმ­ში­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი კი ნე­ბის­მი­ერ კირჩხიბ­ში იწ­ვევს პა­ნი­კას და შიშს. ყვე­ლა არა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ბევ­რი ქალი, რო­მე­ლიც კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით იბა­დე­ბა ხში­რად ოჯახ­ში, საკ­ვე­ბის სო­ლი­დურ მა­რაგს ფლობს, რო­მელ­საც ე.წ. "შავი დღის­თვის" ინა­ხავს, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ეს შავი დღე არც ერ­თმა კირჩხიბ­მა არ იცის, მაგ­რამ თვით­გა­დარ­ჩე­ნის მძაფ­რი ინ­სტინ­ქტი, რო­მე­ლიც კი­ბორჩხა­ლებს ზო­გა­დად გა­აჩ­ნი­ათ, თა­ნად დიდი დო­ზით - უბიძ­გებს ამ ხალ­ხს იმის­კენ, რომ თავი და­ი­ზღვი­ოს ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

კირჩხი­ბი წყლის სტი­ქი­ის ნი­შა­ნია, ამი­ტომ ამ ხალ­ხს, რო­გორც წესი, უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბა აქვს. ისი­ნი სა­ოც­რად წყე­ნი­ე­ბი და ბუ­ტი­ე­ბი არი­ან, ვერ იტა­ნენ ემო­ცი­ურ სი­ცი­ვეს და თა­ვა­დაც ახა­სი­ა­თებთ სხვე­ბის მი­მართ თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ზრუნ­ვა, რო­მე­ლიც ხში­რად აკ­ვი­ა­ტე­ბა­სა და მა­ნი­ა­შიც გა­დას­დით ხოლ­მე. კირჩხიბს უყ­ვარს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის "ცხრაკ­ლი­ტულ­ში" ჩას­მა და ვაი იმას, ვინც მის ამ­გვარ ზრუნ­ვას გა­აპ­რო­ტეს­ტებს.

რო­გორც ქალი ისე მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბე­ბი, იდე­ა­ლუ­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი და მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი არი­ან. ამ ხალ­ხის­თვის ოჯა­ხუ­რი სიმ­შვი­დე და თბი­ლი კერა ყვე­ლა კა­რი­ე­რულ მიღ­წე­ვა­ზე უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად ნა­ხავთ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კირჩხიბს, რო­მე­ლიც იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჯერ კი­დევ ცა­ლად და­ა­ბი­ჯებს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის შექ­მნა­სა და შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა­ზე არ ოც­ნე­ბობს. კარ­გად და­აკ­ვირ­დით - ოჯა­ხი და შვი­ლე­ბია მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და არა პარტნი­ო­რი, რო­გორც ვთქვათ სას­წო­რის შემ­თხვე­ვა­ში. კირჩხი­ბი გვა­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია. ამი­ტომ მარ­ტო­ხე­ლა კირჩხი­ბე­ბი ალ­ბათ ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე უბე­დუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, თუ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს ამ­გვა­რი ინ­დი­ვი­დი ბუ­ნე­ბა­ში.

ოჯა­ხის წევ­რე­ბის, გემ­რი­ე­ლად ჭა­მი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის შემ­დეგ კირჩხი­ბებს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ფი­ნან­სე­ბის თემა გახ­ლავთ. თა­ვი­სი არ­სით კირჩხი­ბი არ არის მფლან­გვე­ლი ნი­შა­ნი და ეს დამ­გრო­ვებ­ლო­ბაც, ზუს­ტად რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მის შემ­თხვე­ვა­ში. კირჩხი­ბებს უყ­ვართ ფუ­ლის შეგ­რო­ვე­ბა, ამი­ტომ, რო­გორც წესი, სო­ლი­დუ­რი და­ნა­ზო­გი ეგუ­ლე­ბათ ხოლ­მე ბან­კში, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ ფი­ნან­სუ­რად. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მო­სა­ნი და ბან­კი­რი იბა­დე­ბა, ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის თემა კირჩხი­ბის­თვის ძალ­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი რა­მაა. ამას­თან ერ­თად, ის არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა მათ რი­ცხვს, ვი­საც ფი­ნან­სე­ბის უთავ­ბო­ლოდ გა­ნი­ა­ვე­ბის­კენ გა­აჩ­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, თუ საქ­მე ოჯა­ხის წევ­რებს და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბათ, კირჩხი­ბი მზა­დაა მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა გა­ა­ნი­ა­ვოს.

ამ ხალ­ხის დე­ვი­ზია - "ხა­რის­ხი ჯობს რა­ო­დე­ნო­ბას". შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ცოტა კირჩხი­ბი ხარ­ჯავს ფულს ია­ფ­ფა­სი­ან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­იხ­დის თან­ხებს იგი კომ­ფორ­ტში, კარგ საკ­ვებ­ში და სა­მოს­ში, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნი და ბრენ­დუ­ლია. სხვაგ­ვა­რად რო­გორ, ის არც ისე მდი­და­რია, რომ ფული ია­ფ­ფა­სი­ან ნივ­თებ­ზე გა­ა­ნი­ა­ვოს. თუმ­ცა, კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ფულ­ზე წუ­წუ­ნებს - ეს ჭეშ­მა­რი­ტად კლა­სი­კუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია თა­ვი­სი ნიშ­ნის. ფული და ფულ­ზე სა­უ­ბა­რი, კი­ბოს საყ­ვა­რე­ლი თე­მაა, მას პო­პუ­ლა­რო­ბით ოჯა­ხის წევ­რებ­ზე მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი თუ შე­ედ­რე­ბა კირჩხი­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ორი­ვე სქე­სის კირჩხი­ბე­ბი მიდ­რე­კი­ლი არი­ან დეპ­რე­სი­უ­ლო­ბის­გენ, რაც იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ კირჩხი­ბი ვერ იტანს წა­გე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ყვე­ლა თა­ვის ნა­ბიჯს გულ­დას­მით გეგ­მავს და სა­ზღვრავს. მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობს გა­რან­ტი­ე­ბი, ამი­ტომ წა­გე­ბა და მო­გე­ბა მედ­ლის ორი მხა­რე გახ­ლავთ. ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ კირჩხიბს სა­კუ­თარ თავ­ში მეტი ოპ­ტი­მის­ტუ­რი ხედ­ვა გა­მო­ი­მუ­შა­ოს. მას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ არა­ფე­რია მუდ­მი­ვი. ამი­ტომ მის სამ­ყა­რო­შიც გა­მო­ა­ნა­თებს ერთ დღეს მზე.

ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ კირჩხი­ბის სი­სუს­ტე კუჭი და ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაა. ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბის გამო ეს ხალ­ხი ხში­რად იტან­ჯე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის წყლუ­ლო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბით. ამას­თან ერ­თად, მთვა­რის გავ­ლე­ნის გამო, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს, კირჩხი­ბე­ბი ხში­რად ვარ­დე­ბი­ან ალ­კოჰო­ლიზ­მის და ნარ­კო­ტიკ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის საფრ­თხე­ში, რისი კონ­ტრო­ლიც მათ შემ­თხვე­ვა­ში ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა, იმი­ტომ რომ, ბუ­ნე­ბით მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი კირჩხი­ბი სავ­სე­ბით შე­საძ­ლოა ხან­გრძლი­ვი ვა­დით და­უ­მე­გობ­რდეს ნე­ბის­მი­ერ მავ­ნე ჩვე­ვას, რაც მის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად დას­რულ­დე­ბა სა­ვა­ლა­ლოდ.

კირჩხი­ბე­ბი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნი­სა და ოჯა­ხის უდი­დე­სი პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან. ამი­ტომ ამ ხალ­ხთან ხუმ­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა მა­შინ, როცა საქ­მე მისი ოჯა­ხის წევ­რებს და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ეხე­ბა. ძალ­ზე ხში­რად კირჩხიბს უმა­გა­ლი­თო სი­მა­მა­ცის გა­მო­ჩე­ნა შე­უძ­ლია სწო­რედ მა­შინ, როცა მის­თვის საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პროკურატურა ვიდეოკადრებს აქვეყნებს - "ბათუმში, უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს"

ვინ არიან კირჩხიბები

ვინ არიან კირჩხიბები

ზუსტად ერთი წლით ტოვებს და ზოდიაქოს ერთ-ერთ კარდინალურ ნიშანს კირჩხიბს ესტუმრება. კირჩხიბი ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი გახლავთ, რომელიც თავის მხრივ ტრადიციებთან, ოჯახთან, ფესვებთან და წინაპრებთან ასოცირდება. აი, რატომ უყვართ კიბორჩხალებს ასე ძალიან საკუთარი გარემო და ხალხი ვის გვერდითაც იზრდებიან, თუნდაც ისინი რეალურად სულაც არ იმსახურებდნენ ამგვარ სიმპათიებს.

კირჩხიბის ზოდიაქოს სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით კუჭს და საჭმლის მომნელებელ სისტემას განაგებს - ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან გქონიათ საქმე, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკვების თემა და კულინარია ნებისმიერი მათგანის აქილევსის ქუსლია. საჭმელსა და შიმშილობაზე საუბარი კი ნებისმიერ კირჩხიბში იწვევს პანიკას და შიშს. ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ქალი, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით იბადება ხშირად ოჯახში, საკვების სოლიდურ მარაგს ფლობს, რომელსაც ე.წ. "შავი დღისთვის" ინახავს, თუმცა კონკრეტულად როდის შეიძლება დადგეს ეს შავი დღე არც ერთმა კირჩხიბმა არ იცის, მაგრამ თვითგადარჩენის მძაფრი ინსტინქტი, რომელიც კიბორჩხალებს ზოგადად გააჩნიათ, თანად დიდი დოზით - უბიძგებს ამ ხალხს იმისკენ, რომ თავი დაიზღვიოს ნებისმიერ სიტუაციაში.

კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ ამ ხალხს, როგორც წესი, უზომოდ ემოციური ბუნება აქვს. ისინი საოცრად წყენიები და ბუტიები არიან, ვერ იტანენ ემოციურ სიცივეს და თავადაც ახასიათებთ სხვების მიმართ თავგადაკლული ზრუნვა, რომელიც ხშირად აკვიატებასა და მანიაშიც გადასდით ხოლმე. კირჩხიბს უყვარს საყვარელი ადამიანების "ცხრაკლიტულში" ჩასმა და ვაი იმას, ვინც მის ამგვარ ზრუნვას გააპროტესტებს.

როგორც ქალი ისე მამაკაცი კირჩხიბები, იდეალური მეორე ნახევრები და მეოჯახეები არიან. ამ ხალხისთვის ოჯახური სიმშვიდე და თბილი კერა ყველა კარიერულ მიღწევაზე უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამიტომ იშვიათად ნახავთ რეალურ ცხოვრებაში კირჩხიბს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ცალად დააბიჯებს ამ ქვეყანაზე, საკუთარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე არ ოცნებობს. კარგად დააკვირდით - ოჯახი და შვილებია მისთვის პრიორიტეტული და არა პარტნიორი, როგორც ვთქვათ სასწორის შემთხვევაში. კირჩხიბი გვარის გაგრძელებაზე ორიენტირებული ნიშანია. ამიტომ მარტოხელა კირჩხიბები ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანები არიან, თუ საერთოდ არსებობს ამგვარი ინდივიდი ბუნებაში.

ოჯახის წევრების, გემრიელად ჭამისა და უსაფრთხოების საკითხების შემდეგ კირჩხიბებს ცხოვრებაში ყველაზე პრიორიტეტული ფინანსების თემა გახლავთ. თავისი არსით კირჩხიბი არ არის მფლანგველი ნიშანი და ეს დამგროვებლობაც, ზუსტად რომ უსაფრთხოების გამძაფრებული მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს მის შემთხვევაში. კირჩხიბებს უყვართ ფულის შეგროვება, ამიტომ, როგორც წესი, სოლიდური დანაზოგი ეგულებათ ხოლმე ბანკში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან გაუჭირდათ ფინანსურად. ზოდიაქოს ამ ნიშნით ძალიან ბევრი საქმოსანი და ბანკირი იბადება, ფულის გამომუშავების თემა კირჩხიბისთვის ძალზე პრიორიტეტული რამაა. ამასთან ერთად, ის არ განეკუთვნება მათ რიცხვს, ვისაც ფინანსების უთავბოლოდ განიავებისკენ გააჩნია მიდრეკილება. თუმცა, თუ საქმე ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს ეხებათ, კირჩხიბი მზადაა მთელი თავისი ქონება გაანიავოს.

ამ ხალხის დევიზია - "ხარისხი ჯობს რაოდენობას". შესაბამისად, ძალიან ცოტა კირჩხიბი ხარჯავს ფულს იაფფასიან მომსახურებაში. თუმცა, სიამოვნებით გადაიხდის თანხებს იგი კომფორტში, კარგ საკვებში და სამოსში, რომელიც რეალურად ხარისხიანი და ბრენდულია. სხვაგვარად როგორ, ის არც ისე მდიდარია, რომ ფული იაფფასიან ნივთებზე გაანიავოს. თუმცა, კირჩხიბი, რომელიც გამუდმებით ფულზე წუწუნებს - ეს ჭეშმარიტად კლასიკური წარმომადგენელია თავისი ნიშნის. ფული და ფულზე საუბარი, კიბოს საყვარელი თემაა, მას პოპულარობით ოჯახის წევრებზე მოყოლილი ამბები თუ შეედრება კირჩხიბის შემთხვევაში.

ორივე სქესის კირჩხიბები მიდრეკილი არიან დეპრესიულობისგენ, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ კირჩხიბი ვერ იტანს წაგებას. შესაბამისად, იგი ყველა თავის ნაბიჯს გულდასმით გეგმავს და საზღვრავს. მაგრამ მოგეხსენებათ, ცხოვრებაში არ არსებობს გარანტიები, ამიტომ წაგება და მოგება მედლის ორი მხარე გახლავთ. ასტროლოგები ურჩევენ კირჩხიბს საკუთარ თავში მეტი ოპტიმისტური ხედვა გამოიმუშაოს. მას უნდა ახსოვდეს, რომ არაფერია მუდმივი. ამიტომ მის სამყაროშიც გამოანათებს ერთ დღეს მზე.

ჯანმრთელობის მხრივ კირჩხიბის სისუსტე კუჭი და ნერვული სისტემაა. ემოციური ბუნების გამო ეს ხალხი ხშირად იტანჯება სხვადასხვა ტიპის წყლულოვანი დაავადებით. ამასთან ერთად, მთვარის გავლენის გამო, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, კირჩხიბები ხშირად ვარდებიან ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკდამოკიდებულების საფრთხეში, რისი კონტროლიც მათ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ, ბუნებით მიჯაჭვულობისკენ მიდრეკილი კირჩხიბი სავსებით შესაძლოა ხანგრძლივი ვადით დაუმეგობრდეს ნებისმიერ მავნე ჩვევას, რაც მისთვის აუცილებლად დასრულდება სავალალოდ.

კირჩხიბები საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის უდიდესი პატრიოტები არიან. ამიტომ ამ ხალხთან ხუმრობა არ შეიძლება მაშინ, როცა საქმე მისი ოჯახის წევრებს და ეროვნულ ფასეულობებს ეხება. ძალზე ხშირად კირჩხიბს უმაგალითო სიმამაცის გამოჩენა შეუძლია სწორედ მაშინ, როცა მისთვის საყვარელ ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?