ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

2021 წელს საკუთარ თავზე წინ ახლობლების ინტერესები უნდა დააყენოთ. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობთ, არავის მოაკლოთ ყურადღება. კარგ შედეგს მოგიტანთ ცოდნის გაღრმავება, ახალი სპეციალობის შესწავლა. გონივრულად გათვალეთ თოთოეული ნაბიჯი და სიტყვა. გამარჯვების პლანეტა იუპიტერი თქვენი ნიშნიდან გადავიდა, მაგრამ უამრავი იდეა, მიზანი და პროექტი დაგიტოვათ განსახორციელებელი. წლის განმავლობაში რამდნეჯერმე მოგიწევთ ტრანსფორმაცია. შემოდგომაზე შასნი მოგეცემათ შეუპოვრად განახორციელოთ იდეები.

ჩამოყალიბდით, რისკენ გსურთ სწრაფვა და რას უნდა ებრძოლოთ. ფინანსურ სფეროში მნიშვნელოვანია პრაქტიკულობა და ეკონომია. არ აიღოთ კრედიტები. ცხოვრებისეული გამოცდები შეიძლება მკაცრი მოგეჩვენოთ, მაგრამ გამოცდილებას შეუფასებელს მიიღებთ. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებსაც მიიღებთ. სხვათა შორის, სწორედ სამსახურში შეიძლება შეხვდეთ თქვენს საბედოს, თუ მარტოხელა ხართ. არასდროს ინერვიულოთ წვრილმანების გამო. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ, აფერისტებსა და ავანტიურულ პირებთან რომ არ დაიწყოთ საქმეები.

  • მამაკაცები

თქვენნაირ წესიერ და დაკვირვებულ ადამიანს უსიამოვნებების არ უნდა ეშინოდეს. ნუ იქნებით იდეალებზე ორიენტირებული, ყველაფერს მშვიდად შეხვდით და ცხოვრებისეული წვრილმანებითაც ხშირად დატკბით. სამსახურში მოიმატებს კონკურენტუნარიანობა. სასურველის მისაღწევად ხშირად მოგიწევთ ბარიერების გადალახვა. ეცადეთ, საქმიან პარტნიორებთან არ ჩაერთოთ ცხარე კამათში, უმჯობესია, მათთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ. ოჯახშიც და სულშიც სრული კომფორტი უნდა გქონდეთ. რაც უფრო მეტად იქნებით ნათესავებზე მზრუნველი, მით გაძლიერდება მათთან თქვენი კავშირი.

  • ქალები

2021 წელს მეტი სიბრძნე უნდა გამოავლინოთ, გარშემო მყოფებთან მეგობრული კავშირი რომ შეინარჩუნოთ. ხშირად დაუთმეთ, ამით თავად უფრო მეტად დარჩებით მოგებული. ახალგაზრდებმა შეიძლება შვილის გაჩენა მოინდომოთ. მარტოხლებს გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება, განსაკუთრებით, თუ თავად გსურთ დაწყვილება. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სრულყოფილებას, განვითარებას და ნაკლები გარშემო მყოფების ჭორებს.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

აკონტროლეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოერიდეთ სტრესებს. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი. შეძლებისდაგვარად ივარჯიშეთ. დილაობით სირბილიც არ გაწყენდათ. ჩაიტარეთ სრული სამედიცინო გამოკვლევა. იყავით ბრძენი, რათა მყარად იდგეთ მიწაზე. სამსახური, როგორც ყოველთვის თქვენთვის მნიშვნელოვანი თემაა. მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო და ეცადეთ, რეგულარულად გადადოთ გარკვეული თანხა. შეცდომები ყველას მოსდის და ნუ ეცდებით, მათ გამო საკუთარი თავის დადანაშაულებას. შანსი მოგეცემათ, გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება სამეცნიერო, პედაგოგიკისა და იურიდიული სფეროები. გაგიმართლებთ შემოქმედებით, სამედიცინო და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს. წლის ბოლოს შესაძლებლობა მოგეცემათ, დააგროვოთ ბინის ან მიწის ნაკვეთის საყიდელი ფული. მუშაობის პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ, უქმეები გაატარეთ მხიარულად და საინტერესოდ.

  • 2021 წლის ზამთარი

სიურპრიზებით იქნება დასამახსოვრებელი. საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულებას ნუ გაიფუჭებთ ხშირი პრეტენზიებით. იანვარში დაწინაურების, წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთში მოიმატებს ძალაუფლების სიყვარული. გაფრთხილდით, არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გარშემო იმყოფინეთ საინტერესო ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც გაგიმარტივდებათ. მიიღეთ ვიტამინები, დაიწყეთ ვარჯიში. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას და რაც მთავრია, ჩაიცვით თბილად.

  • 2021 წლის გაზაფხული

დაათბეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე. ზოგიერთმა შეიძლება შვილის გაჩენა, დაქორწინებაც კი გადაწყვიტოს. დაქორწინებულებმა გამონახეთ დრო საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. სამსახურის საკითხები, რა თქმა უნდა, ისევ პირველ ადგილზე გაქვთ. აპრილში გაიძლიერეთ იმუნიტეტი. 21 მაისიდან მოიმატებს ოპტიმიზმი, იყავით მხიარულების მომხრე.

  • 2021 წლის ზაფხული

გონივრულად გადაანაწილეთ ფინანსები და სარფიანად დააბანდეთ. იყავით სამართლიანი მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ენდეთ, მაგრამ ხშირადაც გადაამოწმეთ, ეს საქმიან პარტნიორებსაც ეხება და სასიყვარულოსაც. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. დაისვენეთ სანატორიუმის ტიპის დაწესებულებაში, სადაც მკურნალობასაც გაივლით. დაუჯერეთ ექიმებს.

  • 2021 წლის შემოდგომა

აგვისტოს ბოლოდანვე იზრუნეთ განწყობის გაუმჯობესებაზე. მომატებს უსიამოვნო სიტუაციები, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. მეტად იზრუნეთ ახლობლებზე. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ბავშვებთან ერთად შეადგინეთ სწავლის, განვითარების, მოგზურობის გეგმა. შემოდგომაზე ბეჯითად უნდა იმუშაოთ, სასურველს რომ მიაღწიოთ. ყველაზე რთული თვე ნოემბერი გექნებათ. უარს ნუ იტყვით მცირე, მაგრამ სარფიან და საინტერესო საქმეების შესრულებაზე. დაიცავით ზომიერი დიეტა, მიირთვით ბუნებრივი ხილი და ბოსტნეული. ებრძოლეთ მავნე თვისებებს. ჩაეწერეთ ვარჯიშზე მოიწესიგეთ ნერვული სისტემა.

  • 2021 წლის შვებულება

აუცილებლად დაისვენეთ. 2-3 დღით მაინც გადით ხოლმე ქალაქგარეთ. აგვისტოსა და სექტემბერში სრულად დაისვენეთ, სამსახურის საქმებზე არც კი იფიქროთ. დასვენებასთან ერთად ეცადეთ სიამოვნება მიიღოთ კულტურული ღონისძიებებისგან. გაემგზავრეთ ზღვაზე, ზღვის ჰაერი და ხმაურ ნერვულ სისტემას დაგიმშვიდებთ. შვებულება გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანთან (მეგობარი, ნათესავი), რომელიც უსიტყვოდ გაგიგებთ. შვებულების დროს შეიძლება გენიალური იდეები დაგებადოთ და ჩაიწერეთ, რათა მომავალში განახორციელოთ.

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ტყუპისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე მშვილდოსნებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე თევზებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი