ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

ბედნიერი და პერსპექტიული წელი გელოდებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა, ტექნიკური სფერო, სამსახურში დაწინაურდებით. იყავით მიზნამიმართული და მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. 2021 წელს მეტად უნდა დაუთმოთ. დიპლომატიური იყავით. უამრავი ცვლილება გელით. ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ შეზღუდული ხართ, ხანდახან კი უამრავი შანსი მოგეცემათ რეალიზებისთვის. პირად ურთიერთობაში უფრო ერთგული უნდა იყოთ, ვიდრე თავგადასავლების მაძიებელი. დააფასეთ ერთგული მეგობრები. ახალგაცნობილებთან ღირსეულად უნდა გეჭიროთ თავი. წელს არ უნდა დაანგრიოთ ის, რასაც ამდენი ხანი აშენებდით. ეს ეხება ურთიერთობებსაც და საქმეებსაც. იყავით თავდაჭერილი და ბრძენი. მოტყუებით შორს ვერ წახვალთ. მსუბუქად შეხედეთ პრობლემებს, ყველაფერი მოგვარდება, იყავით პოზიტიური.

  • მამაკაცებისთვის

უამრავ პერსპექტიულ შემოთვაზებას მიიღებთ. სარფიანზე არ თქვათ უარი. ეცადეთ, ვალდებულებები დროულად შეასრულოთ. ამაღლდებით პროფესიულ და სოციალურ სფეროში. აიმაღლებთ ავტორიტეტს. კონკურენტები დაგნებდებიან, როცა დაინახავენ, რომ თქვენთან შებრძოლებას აზრი არა აქვს. ნუ გაიხსენებთ წარსულ უსიამოვნებას, წინ და გამარჯვებისჯენ მუდამ თავაწეულმა უნდა იაროთ. კარიერული კიბე ხვეული და რთული იქნება, მაგრამ შეუპოვრობით სწრაფად აღმოჩნდებით უმაღლეს საფეხურზე.

  • ქალებისთვის

სხვადასხვა სფეროში გელოდებათ წარმატება. მრავალფეროვანი გახდება თქვენი პირადი ცხოვრება. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა და თავდაჯერებულობა. აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ, დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით. ივლისში მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მამაკაცი შეიძლება იყოს თქვენი ძველი ნაცნობი, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით და ახლა თავიდან "გაიცნობთ". ხარის წელი ნათელი და საბედისწეროა თქვენთვის. იყავით მზად პოზიტიური ცვლილებებისთვის.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

ერთდროულად რამდენიმე სფერო გახდება აქტუალური. ყველგან უნდა მოასწროთ, ყველაფერი დროულად და სრულყოფილად შეასრულოთ. არავინ გაპატიებთ უმნიშვნელო შეცდომასაც კი. 2021 წელს გამონახავთ საქმეს, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებთ და მისი კეთება პოპულარულს გაგხდით. ის დაგეხმარებათ რუტინისგან დაისვენოთ. შეიძლება შეამციროთ მეგობრული კავშირი. უფრო სწორად დაემშვიდობოთ მათ, ვინც თქვენ გვერდით ყოფნის ღირსი არაა. მეტი დრო დაუთმეთ წიგნების კითხვას. საინტერესო, შინაარსიანი ფილმების ყურებას. გაიძლიერეთ იმუნიტეტი, გაიუმჯობესეთ გარეგნობა (შეგიძლიათ იმიჯი, სტილი კარდინალურად შეიცვალოთ. მანდილოსნებმა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები ჩაიტარეთ), უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ კვებას. სექსუალური თავგადასავლები სიფრთხილეს მოითხოვს. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან.

გარშემო მყოფებთან იყავით კეთილგანწყობილი. კეთილშობილი უნდა იყოთ უცნობებთანაც კი. 2021 წელს გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. თავად თქვენ კი ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. დაისახეთ კონკრეტული მიზნები. გაქვთ შანსი, რომ დაწყვილდეთ, დაწინაურდეთ და გაიუმჯობესოთ ცხოვრების პირობები.

მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ახლობლების მიმართ. მეტად დაინტერესდით ნათესავების ცხოვრებით. ზოგიერთს შეიძლება შეგეცვალოთ პრიორიტეტები, პროფესია, მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან, ბუნტი არ გეპატიებათ. 2021 წელს უამრავი შანსი მოგეცემათ, რომ გაიუმჯობესოთ კარიერული მდგომარეობა, დაწინაურდეთ. მთავარია, გონივრულად გადაანაწილოთ თქვენი პრიორიტეტები, იყოთ დისციპლინირებული და გამონახოთ დრო დასვენებისთვის.

  • 2021 წლის ზამთარი

მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. პარტნიორის მიმართ იყავით მეტად რბილი და მოსიყვარულე. თუ ხვდებით, რომ ოჯახური ცხოვრება ერთფეროვანი გახდა, იზრუნეთ გამრავალფეროვნებაზე. რაც უფრო ქარაფშუტულად მოექცევით პარტნიორს, მით მეტად დაზარალდება თქვენი ოჯახური ცხოვრება. გამონახეთ დრო ბინაში რემონტის გასაკეთებლად, საბინაო საკითხების გასაუმჯობესებლად. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით და რამდენჯერმე გექნებათ შანსი, რომ შექმნათ მყარი და ბედნიერი ოჯახი. სამსახურში არ გაართულოთ დამოკიდებულება კოლეგებთან. 19 თებერვლის მერე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება თქვენი ფინანსური სფერო. ზოგიერთმა შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყაროც კი გაიჩინოთ. აკონტროლეთ ჯანმრთელობა, ნერვული სისტემა დამშვიდებას საჭიროებს, არ გირჩევთ ფიზიკურ გადაღლას. გაფრთხილდით, რათა არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.

  • 2021 წლის გაზაფხული

გაზაფხული რომანტიკისა და სიყვარულის პერიოდია. ეცადეთ, რომ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება ქარბორბალას კი არა, მზიან ამინდებს დაემსგავსოს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, მოიწყვეთ რომანტიკული პაემნები. თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ცხოვრება აღარ შეგიძლიათ, ტყუილების თქმას მშვიდობიანად დაშორება ამოჯობინეთ. მარტში შეიძლება საკუთარ თავში ფარული ტალანტი აღმოაჩინოთ. რაც საშუალებას მოგცემთ, ნიჭი შემოსავლის წყაროდ აქციოთ. მაისი დაუვიწყარ შეხვედრებს გპირდებათ. სამსახურში საქმეები მოგემატებათ, მაგრამ თუ გონივრულად იმოქმედებთ, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. გაზაფხულის ბოლოდან დაელოდეთ შემოსავლების გაზრდას. მარტიდან დაიწყეთ ვარჯიში. ზოგიერთს შეიძლება კვების რაციონის შეცვლამაც მოგიწიოთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მოერიდეთ პროდუქტებს, რომლებიც უსიამოვნოდ აისახებიან თქვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე.

  • 2021 წლის ზაფხული

ზაფხულის დადგომისთანავე თავს ენერგიულად და თავისუფლად იგრძნობთ. ყველა სფეროში საქმეები კარგად მიგდით. ხშირად დაისვენეთ. უქმეებზე ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და ბუნებაში დაისვენეთ. რომანტიკული თავგადასავლები მოიმატებს. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბათ. ზოგიერთმა კი შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაქორწინება გადაწყვიტოთ. ზაფხულში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მოგეცემათ. სამსახურში ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ვიღაც დაგეხმარებათ, ყველა საქმე თქვენი მოსაგვარებელი გახდება. არ იზარმაცოთ, ორგანიზებულად იმოქმედეთ, რათა არ შეგელახოთ რეპუტაცია. გამონახეთ დრო ორგანიზმის გასაჯანსაღებლად. იკვებეთ ჯანსაღად, გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. მეგობრებთან ერთად ხშირად მოაწყვეთ პიკნიკები.

  • 2021 წლის შემოდგომა

ახალი პროქტების, ჩანაფიქრების განხორციელების დრო დაგიდგათ. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტოს. ახალი საქმეებისთვის ფული მეგობრებისგან ისესხეთ, კრედიტების აღებას არ გირჩევთ. თუ პირადი ბიზნესით ხართ დაკავებული, გონივრულად შეადგინეთ და გააფორმეთ ხელშეკრულებები. მოერიდეთ უსიამოვნებებს საქმიან პარტნიორებთან. ყველა დეტალი კარგად განიხილეთ, სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ. "ყველა დაავადება ნერვებისგანაა" - გახსოვდეთ ეს ფრაზა და შემოდგომაზე მეტად იზრუნეთ საკუთარი თავისთვის ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნაზე. ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. მიიღეთ ვიტამინების კომპლექსი. გადაწყვეტილებები ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ. დააკვირდით სიზმრებსაც.

  • 2021 წლის შვებულება

შვებულება სექტემბერში აიღეთ. მოდუნდით და დაისვენეთ. შვებულების დროს სამსახურის საქმეები არ აკეთოთ, არც კი იფიქროთ მუშაობაზე. ექსკურსიები, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, გემრიელი და ჯანსაღი საკვები და დროის საინტერესოდ გატარება გმართებთ. ებრძოლეთ მავნე ჩვევებს.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის