ავტორი:

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის

დაისახდეთ კონკრეტული მიზნები. უფროსი კმაყოფილია თქვენი მუშაობით და ხელსაც შეგიწყობთ, ხელფასსაც მოგიმატებთ. ისწავლეთ შეცდომების აღიარება და ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან. როგორც კი ცუდი განწყობა შემოგიტევთ, არ განმარტოვდეთ, პირიქით, გამონახეთ ახალი ადამიანების გაცნობის მიზეზი. შემოქმედებითი პროექტების განხორციელება სულიერ სიამოვნებასაც მოგიტანთ, პოპულარულობასაც და მატერიალურსაც. პირად ცხოვრებაში ყველაფერი უნდა დაალაგოთ, დაახარისხოთ. დაქორწინებულებს სიურპრიზებით აღსავსე წელი გელით. სახლის აშენების, ხის დარგვის, შვილის გაჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. არაფერზე შეგეშლებათ ხელი. გაბედულად იმოქმედეთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მოსაფრთხილებელია სასუნთქი ორგანოები, თირკმელები. არ დაივიწყოთ დასვენება. უქმეები ბუნებაში გაატარეთ. ცხოვრებისეული წვრილმანები ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. არ დაივიწყოთ ვარჯიში, მედიტაცია, იოგა.

  • მამაკაცებისთვის

ემოციები აკონტროლეთ, დახვეწილი მანერები და ინტელექტი გამოავლინეთ. კოლექტივში მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. აიღეთ მხოლოდ ის საქმე, რაც ფინანსურ კეთილდღეობას, დივიდენდებს მოგიტანთ. თუ სიამაყეს და გადამეტებულ ამბიციურობას ვერ მოიცილებთ მანდილოსნებთან ურთიერთობას ვერ დაალაგებთ. როგორც ამბობენ, ქალი გიტარის სიმივითაა, ამიტომ სწორი და ლამაზი დაკვრა ისწავლეთ. უნდა დაცვათ წესრიგი ყველგან და ყველაფერში. ენერგია და ფიქრები სწორი მიმართულებით მიმართეთ. დროდადრო დასვენებაც არ გაწყენთ. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ აიღოთ ვალი. იმყოფინეთ ის, რაც გაქვთ.

  • ქალებისთვის

ნუ ხარჯავთ ფულს უაზროდ მეასე წყვილ ფეხსაცმელზე ან კაბაზე. ყველაფერში ზომიერება გმართებთ. შეიძლება გამოჩნდეს მამაკაცი, რომელსაც მოსწონხართ, როგორც ძვირად ღირებული გასართობი. მისგან მანამ უნდა გათავისუფლდეთ, სანამ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. საკუთარ თვს მსხვერპლად ნურავის შესწირავთ. სამსახურში შეინარჩუნეთ ღირსება. იყავით შრომისმოყვარე, ბეჯითი. ზაფხული ლამაზი რომანით, ნიშნობით დაგამახსოვრებთ თავს. თქვენი სიცივისა და სიამაყის გამო გაგექცევათ მამაკაცი, ვისთანაც შეიძლებოდა, მყარი და ბედნიერი ურთიერთობა გქონოდათ. 2021 წელს მშვიდად და ნერვიულობის გარეშე გამოიმუშავებთ იმ თანხას, რაც დაგეგმილი გქონდათ. კრედიტის გარეშე შეიძინეთ იმას, რაც გსურდათ. ზოგიერთი გაფართოებასაც კი შეძლებს.

  • 2021 წლის მნიშვნელოვანი ასპექტები

ხშირად მოგიწევთ საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საინტერესო ინფორმაციების მიღება. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები. ზოგიერთებს საზღვარგარეთ შესთავაზებენ მუშაობას. ზოგი კი გადაწყვეტს, ეზოტერიკითა და ოკულტური მეცნიერებებით დაკავდეს. მოერიდეთ გარშემო მყოფების, ახლობლების მანიპულირებას. ნუ მიიღებთ უარყოფით ინფორმაციებს. ადამიანების უკეთ დასანახავად, ზოგჯერ დისტანცია საუკეთესო საშუალებაა.

ფიზიკური შრომა მაინცდამაინც არ გიყვართ, ეცადეთ, ბალანსი დაიცვათ მუშაობასა და დასვენებას შორის. საინტერესო იდეები, გაიხსენეთ ჰობი. ტომრებით ფულს ვერ დააგროვებთ და ჯანმრთელობას ნუ დაიზარალებთ. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, სარისკო ქმედებებს. არ შეილაოხოთ რეპუტაცია. არც ფული გაფლანგოთ უაზროდ. მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნის შანსი შემოდგომაზე მოგეცემათ. ახალგაცნობილი ადამიანი მომენტალურად დაიპყრობს თქვენს გულს და გაცნობის დღესვე მოგეჩვენებათ, თითქოს მილიონი წელია იცნობთ ერთმანეთს. დაქორწინებულების ცხოვრებაში რომანტიკა დაბრუნდება. შეძლებთ ბინის მშენებლობას, რემონტს. წარმატებული წელი გელით პედაგოგებს, მენეჯერებს, ქველმოქმედებს.

ზოგიერთს შეიძლება საზღვარგარეთ შესთავაზონ მუშაობა, საყვარელ ადამიანთან ითათბირეთ და შეიძლება ერთად გაემგზავროთ. მარტოხელებმა არასდროს თქვათ უარი საინტერესო ადამიანის გაცნობაზე, პაემანზე წასვლაზე. სცადეთ, თუ პირველივე ჯერზე არაფერი გამოგივათ, მხრებს ნუ ჩამოყრით. წამლებში რომ არ გადაყაროთ ბევრი ფული, დროზე მიმართეთ ექიმს და დაიწყეთ მკურნალობა. იკვებეთ რეგულარულად და ჯანსაღად.

  • 2021 წლის ზამთარი

ფინანსური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ სასურველი ნივთები შეიძინოთ. სიცივის მიუხედავად, მხნე და ენერგიული ხართ, წარმატებები გელით სამსახურში, სპორტის, სარეკლამო სფეროს, ხელოვნების წარმომადგენლებს. თუმცა, დამოკიდებულება კოლეგებთან მთლად იდეალური არაა. ზოგიერთ პროექტზე მარტოს მოგიწევთ მუშაობა. მეტად იზრუნეთ საყვარელ ადამიანზე. მთელი ზამთარი რომანტიკულად ჩაივლის. ზოგიერთს ოჯახში მატება გელით. მარტოხელებს პერსპექტიული ნაცნობობა გელით. ჯანმრთელობა კვლავ მნიშვნელოვანი თემაა. ნუ ზიხართ მთელი დღეები კომპიუტერთან. მეტად იარეთ ფეხით.

  • 2021 წლის გაზაფხული

შეხვედრების, მოგზაურობების, კარგი განწყობის დრო დაგიდგათ. სამსახურში საქმეები მოგემატებათ, მაგრამ დაწინაურების შანსიც გაგიჩნდებათ. მარტი და აპრილი განსაკუთრებით დატვირთული გექნებათ საქმეებით. მაისი რომანტიკული და საქმიანი შეხვედრებით დაგამახსოვრებთ თავს. გადახედეთ გარემოცვას, ზოგიერთთან დამშვიდობება მოგიწევთ. მეტად იზრუნეთ ასაკით უფროს ნათესავებზე. გამოჩნდება ყოფილი და თქვენზე იქნება დამოკიდებული - გააგრძლებთ მასთან ურთიერთობას, თუ სამუდამოდ დაშორდებით. გაიძლიერეთ იმუნიტეტი.

  • 2021 წლის ზაფხული

მხოლოდ დისციპინირებული მიაღწევთ წარმატებას საქმეებში. იყავით მშვიდი გადაწყვეტილებების მიღებისას. შანსი მოგეცემთ განახორციელოთ იდეები. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ამაღელვებელი და რომანტიკული გახდება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა. იმდენად იქნებით შეყვარებული, რომ უმნიშვნელო კამათის გამოც კი ინერვიულებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაკაჟებაზე, ორგანიზმის გაახალგაზრდავებაზე. გაფრთხილდით, თუ გაწუხებთ კუჭთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული უსიამოვნებები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

  • 2021 წლის შემოდგომა

სასიყვარულო ურთიერთობა ძირფესვიანად შეიცვლება... უკეთესობისკენ. საყვარელი ადამიანი თანაცხოვრებას შემოგთავაზებთ. დაქორწინებულებმა მეუღლესთან ერთად იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, გაუმჯობესებული მატერიალური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ, გააკეთოთ რემონტი, განაახლოთ ავეჯი. სამსახურში მოერიდეთ უსიამოვნო საქმეებში ჩარევას, კონფლიქტებს. დიპლომატიურობა გმართებთ გარშემო მყოფებთან და დაკვირვებულობა მუშაობისას. დარეგულირდება დამოკიდებულება ნათესავებთან. ნოემბერში დატკბებით მთელი წლის შრომით. გაიძლიერეთ ნერვული სისტემა.

  • 2021 წლის შვებულება

ზაფხულში აუცილებლად უნდა დაისვენოთ. საღამოობით გამორთეთ ყველა გაჯეტი და პასიურად დაისვენეთ. გადაღლილობამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაგიმწვაოთ. მოერიდეთ სპორტის სარისკო სახეობებს. თუ საშუალება გაქვთ, უმჯობესია, სოფელში დაისვენოთ, ნათესავების გვერდით. იაფად და სასარგებლოდ გამოხვალთ. შემოდგომაზე სანატორიუმში დაისვენეთ, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც გაიუმჯობესეთ, რომ ზამთარს მოძლიერებული შეხვდეთ.

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის