ყურადღების ცენტრში გიყვართ ყოფნა და არც თეთრი მეტალის ხარის წელი იქნება გამონაკლისი. სოციალურ ცხოვრებაში გააქტიურდებით, უამრავ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, პირადსაც და სამსახურებრივსაც. ეცადეთ, ყოველი ნაბიჯი დაკვირვებულად გადადგათ. თუ მეგობრებისა და პარტნიორების დაკარგვა არ გსურთ, ზედმეტად ამბიციური ნუ იქნებით. ეგოიზმი და თავისუფლების სიყვარული გაგიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. 2021 წელს მოვლენები სწრაფად განვითარდება და თავადაც უნდა შეძლოთ, რომ გადაწყვეტილებები დაფიქრებულად და დაუყოვნებლივ მიიღოთ. ყველაფერი, რაც ფინანსურად მომგებიანი არაა, დაივიწყეთ. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ და ეს იქნება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. მთვარია, ხშირად გახვიდეთ საზოგადოებაში და ახალგაცნობილი პრეტენზიებით არ გააქციოთ. იდეალს ნუ იქმნით, თორემ იმასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ.
იუპიტერისა და სატურნის გადასვლა თქვენს ოპოზიციურ ნიშანში და კუროში ურანის არსებობა, გვაფიქრებინებს, რომ მიზნების მიღწევა ცოტათი გაჭიანურდება. შეიძლება მიზნამდე ერთი ნაბიჯით ადრე რაღაც მოულოდნელობას ჰქონდეს ადგილი, რაღაც შეიცვალოს. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, წესრიგში გქონდეთ ყველა საბუთი, ყველა დეტალი. ეს პირველ რიგში სამსახურს ეხება. ბიზნესსფეროში იყავით რაციონალური. ნუ ენდობით საეჭვო ხალხს. სურვილს და ვნებას აყოლილმა კი არა, ნამუსიანად უნდა გაატაროთ ეს წელი.
დაქორწინებულებმა მაქსიმალურად უნდა მოთოკოთ საკუთარი თავი, მეტად უნდა იყოთ ორიენტირებული მეუღლეზე. დაღლილობისა და დაკავებულობის მიზეზი აღარ გაგივათ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, ბავშვებთან, ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში. ოჯახთან ერთად დაისვენეთ. უქმეებზე გამონახეთ რამდენიმე საათი, რომ ბუნებაში გაისეირნოთ. ნათესავებთან ურთიერთობისას მეტი ტაქტი და დიპლომატია მოგეთხოვებათ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, უყურადღებოდ ნურც მას მიატოვებთ.
წელს მიხვდებით, რომ ცხოვრება მხოლოდ გართობა არაა. სახლი-სამსახური-მივლინება - მთვარი სქემაა. სამაგიეროდ, ფინანსური მდგომარეობა სასურველის შეძენის საშუალებას მოგცემთ. კონკურენტებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას. მამაკაცებმა განსაკუთრებული მონდომება, კეთილშობილება და ნიჭი უნდა გამოავლინოთ, საყვარელი ქალის ყურადღება რომ მიიპყროთ. ნუ გაფლანგავთ ფულს. კაპიტალდაბანდება გააზრებული უნდა გქონდეთ. ნუ გარისკავთ, წვრილმანებშიც კი. მარტოხელები პარტნიორში მხოლოდ ინტიმს ნუ ეძებთ, მის ინტელექტსაც მიაქციეთ ყურადღება. თუ ნამდვილად შეგიყვარდებათ, იყავით გულუხვი და გულწრფელი. სხვათა შორის, კონკურენტები პირად ცხოვრებაშიც ბევრი გეყოლებათ.
საზოგადოებაში გამობრწყინების შანსი მოგეცემათ. თქვენ ისედაც ბრწყინავთ, მაგრამ ახლა საუკეთესო თვისებები, ინტელექტი უნდა გამოავლინოთ. სამსახურში ხშირად გექნებათ ფორს-მაჟორული სიტუაციები. ილუზიებში ნუ გადავარდებით, რეალისტური იყავით და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდით კარიერაში. ორგანიზებული იყავით სამსახურში, ნუ დაივიწყებთ დასვენებას. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები.
გაზაფხულზე რომანტიკული ნაცნობობა გელით. ან თბილ ქვეყანაში, ან მამაკაცთან თბილი ქვეყნიდან. ფინანსებს რაც შეეხება - მკაცრი ეკონომია! არანაირი ფუფუნების საგნები და ძვირად ღირებული აქსესუარები. სხვათა შორის, პირად ცხოვრებაში ხშირად იქნება მოულოდნელობები და დაქორწინებულების შემთხვევაშიც. გათხოვილებმა შეინარჩუნეთ და გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეუღლესთან. სხვა მამაკაცებთან ფლირტიც კი კარგს არაფერს მოგიტანთ.
დაუვიწყარი შეხვედრების წელი დაგიდგათ. ის, რაზეც ოცნებობდით, აგისრულდებათ. მეგობრებისა და საიმედო პარტნიორების დახმარებით სასურველ მიზნებს მიაღწევთ. მხოლოდ სარფიან საქმეებს მოკიდეთ ხელი. ნუ გეშიანით, მერკანტიკულობაში არავინ დაგადანაშაულებთ.
წელს შეხვდებით ადამიანს, რომლის მიმართაც სიმპათიას იგრძნობთ. მასთან ერთად განმარტოება და ბუდის აშენება მოგინდებათ. გირჩევთ, ბინის საყიდლად ვალი არ აიღოთ. ნუ შეგეშინდებათ დამატებითი სამსახურის, შემოსავლის წყაროს მოძიების, ჩაერთეთ ისეთ საქმიანობაში, სადაც ავტორიტეტს აიმაღლებთ.
დაოჯახებულ ლომებს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. გახდებით მშობელი ამ კიდევ ერთი შვილის გაჩენას გადაწყვეტთ. ნათესავებთან, მეგობრებთან და არა მარტო გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეიძლება საბედო ან თქვენზე მაღლა იყოს სტატუსით ან მატერიალურად ძლიერი.
2021 წლის ბოლოს შეყვარებული ლომები დაქორწინებას გადაწყვეტენ. ნურაფრის გეშინიათ. ბედნიერ და ჰარმონიულ კავშირს არაფერი შეუქმნის საფრთხეს.
გადახედეთ გარემოცვას, - საქმიანს და მეგობრულს, თუ ვინმესთან მშვიდობა აღარ გაქვთ, უხეშობის გარეშე დაემშვიდობეთ. დარჩენილებთან და საიმედოებთან კი გაამყარეთ კავშირი. საერთოდ, წელს უხეშობას არ გირჩევთ. ნებისმიერ სიტუაციაში გამონახეთ თბილი და გამამხნეველი სიტყვა და აუცილებლად იუმორიც.
სიყვარული იქნება მთავარი თემა. განსაკუთრებით მარტოხელებისთვის. რომანები იქნება დაუვიწყარი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. დაქორწინებულებმა არ "გააცივოთ" ურთიერთობა, იყავით მეუღლის ერთგული. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში. აკონტროლეთ იმპულსურობა, ემოციებს ნუ აჰყვებით, კონფლიქტები გაანეიტრალეთ. გაზაფხულისკენ კარიერას მიხედეთ. ახალი სამსახური სიფრთხილეს საჭიროებს. ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობას. გაფრთხილდით, ინფექცია არ აიკიდოთ. ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს. კარგი იქნება, თუ ივარჯიშებთ და მოწევას დაანებებთ თავს.
თავისუფლება და სიყვარული გსურთ. შეეშვით ილუზიებს. ხარს კონკრეტული და შრომისმოყვარე ხალხი უყვარს. ლაპარაკს მუშაობა ამჯობინეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაათბეთ. შეყვარებულები დაფიქრდით ჯვრისწერაზე. ოჯახში არ აჰყვეთ პროვოკაციებს. განსაკუთრებით, ასაკიან ნათესავებთნ არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას. ყურადღებით შეადგინეთ დოკუმენტები. კარიერასა და ფინანსებში საქმეები კარგად მიგდით. მიმართეთ იურისტს, სპეციალისტს. თვალებისა და თავის ტკივილი გადაღლილობის ბრალია. მიიღეთ ვიტამინები, მეტი ისეირნეთ ფეხით. ნურც ჯანსაღ კვებას დაივიწყებთ. სიფრთხილე გმარებთ მგზავრობისას, ნუ შექმნით ავარიულ სიტუაციებს.
რომანტიკულობა და სენტიმენტალურობა მოიმატებს. შეიძლება ნათესავებს არ მოეწონოთ თქვენი ახალი რომანის გმირი, მაგრამ არ დაშორდეთ. აგვისტოში სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ბიზნესის შექმნა ან არსებულის გაძლიერება მოგინდებათ. სტაბილური შემოსავალი გაქვთ. საქმიანი პარტნიორები საიმედოები გყავთ. ნუ გარისკავთ, ნურც ფულით და ნურც საქმით. წვრილმანებიც კი გადაამოწმეთ. გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. კაპიტალდაბანდება იურისტთან შეათანხმეთ. ალკოჰოლი და ცხოვრების პასიური წესი კარგს არაფერს მოგიტანთ. ცურვა და სირბილი იმუნიტეტს გაგიძლიერებთ.
გამოჩნდება ხალხი, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. ახლა მოსავლის აღების დროა. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნება, განსაკუთრებით ხალხის თანდასწრებით კარგს არაფერს მოგიტანთ. ოქტომბრის დასაწყისში მოერიდეთ არასასურველ ადამიანებთან კონტაქტს. შეადგინეთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. გადახედეთ ფინანსურ დოკუმენტებს. გაერკვიეთ დეტალებში. ნოემბერ-დეკემბერში მოსალოდნელია მოშურნეების გააქტიურება. აიღეთ დამატებითი სამუშაო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მიკროსკოპის ქვეშ განიხილეთ ყველა სიმპტომი, ჩაიტარეთ გამოკვლევა სპეციალისტებთან. თუმცა, მუჭებით წამლების ყლაპვას არ გირჩევთ. კვლავ მოგიწოდებთ ვარჯიშისკენ. დეკემბერი დასამახსოვრებელი გახდება საჩუქრების ყიდვისა და მგზავრობის გამო.
ზაფხული და ზამთარი საუკეთესო დროა შვებულების ასაღებად. მოგზაურობისთვის კარგია აგვისტო და თებერვალი. დაოჯახებულებმა აუცილებლად ოჯახთან ერთად დაისვენეთ. შვებულების დროსაც კი უნდა განვითარდეთ. ეს შეიძლება იყოს საინტერესო წიგნი ან ონლაინლექცია.