ავტორი:

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის -  "გარკვეულ თანხას მიიღებთ: 7, 12, 18, 26 დეკემბერს"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის -  "გარკვეულ თანხას მიიღებთ: 7, 12, 18, 26 დეკემბერს"

დაკვირვებული უნდა იყოთ, რათა გაარჩიოთ ერთმანეთისგან კარგი და ცუდი და აგრეთვე, არ გახდეთ ტყუილისა და ილუზიის მსხვერპლი. კარგ შედეგს მოგიტანთ კაპიტალდაბანდება. სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტებთან. შეცდომები ძვირად დაგიჯდებათ. სიყვარულში რაღაცის შემატება გელით.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები, რათა კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ. სასურველს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან და შეიძლება მათი მხარდაჭერით ფინანსური მდგომარეობაც კი გაიუმჯობესოთ. ფული დაგეხარჯებათ მგზავრობასა და საოჯახო საქმეებზე. პირადი ცხოვრება დადებითი ემოციებით იქნება აღსავსე. საყოფაცხოვრებო ვალდებულებების მოგვარებისას არ უნდა იზარმაცოთ.

დეკემბრის შუაში - ნუ შეიცვლით სამუშაო ადგილს. გაიუმჯობესეთ არსებული მდგომარეობა. მოერიდეთ ისეთი პროექტების განხორციელებას, რაც მატერიალურ ხარჯს მოითხოვს. კარგად განვითარდება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, ზამთარში გაცნობილთან. მოერიდეთ ფულის ხარჯვას სპონტანურ შოპინგზე. სანამ საყიდლებზე წახვალთ, სიაზე ჩამოწერეთ შესაძენი ნივთების, პროდუქტების სია. ამით დროსაც დაზოგავთ და ფულსაც. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან.

დეკემბრის ბოლოს - ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. ეს პერიოდი დაუთმეთ სპორტსა და დასვენებას. თუ შესაძლებლობა გაქვთ, ჩამოცილდით საქმეებს და იზრუნეთ გონებისა და სხეულის განვითარებაზე. მოერიდეთ ექსპერიმენტებს საკვებთან დაკავშირებით. არ გადატვირთოთ კუჭი ძილის წინ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი. მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებთან, ნათესავებთან და მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

  • კარიერა, სამსახური

რთული სიტუაციები მშვიდად და დაკვირვებულად და დამოუკიდებლად უნდა მოაგვაროთ. არავის ენდოთ, ძალებითა და მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება ნაწილობრივ შეფერხდეს ზოგიერთი პროექტის განხორციელება. თუმცა, უპირატესობა იმას უნდა მიანიჭოთ, რომელიც სწრაფ შედეგს - გამარჯვებას და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ბიზნესპარტნიორებთან, რათა მათთან კონფლიქტმა არ მოგწყვიტოთ ვალდებულებებს.

თუ მუშაობის ტემპს დააგდებთ და ზოგიერთ წესს დაარღვევთ, დეკემბერი რთულ თვედ მოგეჩვენებათ. თვის ბოლომდე შრომა მოგიწევთ. ძირითადად წარსულ გამოცდილებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული.

  • ფინანსები

ვარსკვლავები გირჩევენ, თავი შეიკავოთ უსარგებლო ხარჯისგან, ახლა ფულის ფლანგვის დრო არაა. შოპინგი და მეგობრებზე გადაყოლა კარგს არაფერს მოგიტანთ. გარკვეულ თანხას მიიღებთ: 7, 12, 18, 26 დეკემბერს. მოგზაურობა და ძვირად ღირებული საჩუქრები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა უმჯობესია, თუ საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის რამე გამოსადეგარი შეიძინეთ.

  • ჯანმრთელობა

გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს ვერ აიცილებთ. ეცადეთ მუჭით კი არ მიიღოთ დამამშვიდებელი და ძილის წამალი, არამედ, მოიწესრიგოთ ნერვული სისტემა, გამორიცხოთ სტრესები და გათენებამდე კომპიუტერთან არ იჯდეთ. "ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად, ფანატიზმის გარეშე" - ეს თქვენი თვის დევიზი უნდა გახდეს. სხვათა შორის, ალკოჰოლი, მოწევა და კუჭის გადატვირთვაც ცუდ შედეგს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევები იმუნიტეტს აქვეითებენ, რასაც მივყავართ გაცივებასთან, ანთებით პროცესებთან და ქრონიკული დაავადებების გამწვავებასთან.

  • სიყვარული და ოჯახი

ცოტა შეამცირეთ სამსახურში დატვირთვა, რათა მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით. ყველა საჭირბოროტო საკითხი ერთად მოაგვარეთ. დააკვირდით დეტალებს, რათა წყალქვეშა დინებებმა საქმეები არ გაგიფუჭოთ. ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ, რომ სულიერად განვითარდეთ.

გაფრთხილდით, შეიძლება თქვენთვის განწყობის გაფუჭება სცადოს "ადამიანმა წარსულიდან". ეს შეიძლება მაინცდამაინც საყვარელი ადამიანი არ იყოს, მეგობარი. ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ მოულოდნელი გართულებებისგან. აგრეთვე, გათავისუფლდით ყველაფერი იმისგან, რაც კომფორტის მიღწევაში გიშლით ხელს.

თუ ხვდებით, რომ ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა, თქვენი ღირსი არაა, უმჯობესია დაშორდეთ მას. იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, ნუ მიათრევთ უსარგებლო ბარგს.

შეიძლება წარმოიქმნას საყოფაცხოვრებო პრობლემები ან ადრე ვერ ამჩნევდით მათ. ეცადეთ, მაქსიმალურად მეტი დრო გაატაროთ თქვენი ახლობლების გვერდით. იყავით მათ მიმართ ყურადღებიანი.

მხიარულება გელით საოჯახო დღესასწაულებზეც და კორპორატიულზეც, მაგრამ მათი ორგანიზება დროსაც წაგართმევთ, ენერგიასაც და ფულსაც. გაანებივრეთ შვილები მზრუნველობითა და საჩუქრებით. ეცადეთ, ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ მათთან.

ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და ასე გასტანს თვის ბოლომდე.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 7, 12, 18, 26.

ტყუპების 2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი  -  საწინააღმდეგო სქესისგან დიდ ყურადღებას იგრძნობთ, დაუვიწყარი შეხვედრა გელით

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის -   თვის ბოლოს შეიძლება წამიერად შეიცვალოს ყველაფერი: მოულოდნელად შეხვდეთ "თქვენს ადამიანს"

დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპებისთვის -  განვითარების ახალ ეტაპზე გადადიხართ, მკვეთრად გეცვლებათ ცხოვრებაზე წარმოდგენა