ინდიგო ბავშვები - იისფერი რასა

ინდიგო ბავშვები  -  იისფერი რასა

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები "გენეტიკური ინფორმაციით" იბადებიან. ანუ ყოველ ახალ თაობას, გაცილებით გაუმჯობესებული გონებრივი მონაცემები გააჩნია,

იმიტომ რომ მასში გაერთიანებულია წინაპრების საერთო ინტელექტუალური ხაზის სრული პოტენციალი. თუმცა არსებობენ ისეთი ბავშვებიც, რომელთა გონებრივი განვითარება ხშირად იწვევს გაოცებას და აღფრთოვანებას ჩვენში. ამგვარი პატარები სხვებზე ადრე სწავლობენ საუბარს და თანატოლებისგან განსხვავებული ინტერესების სფეროთი გამოირჩევიან. ისინი ხშირად სვამენ უფროსებისთვის "ჩიხში შემყვან" და "ჩამჭრელ" შეკითხვებს და ყოველთვის ცდილობენ გაიგონ იმაზე მეტი ვიდრე იციან. ამგვარ პატარებს "იისფერი რასის" შთამომავები ანუ – "ინდიგო ბავშვები" ჰქვიათ.

ტერმინი "ინდიგო" პირველად ამერიკელმა ექსტრასენსმა ნენსი ენი ტეპმა გააჟღერა ფართო საზოგადოებაში. ნენსიმ სახელი ამ თაობას მათი აურის ფერიდან გამომდინრე შეურჩია. ეზოთერიკოსების აზრით ე.წ. "ინდიგო" ბავშვებს განსაკუთრებული ფერის – იისფერი (ინდიგოს ფერი) აურა გააჩნიათ, რაც განასხვავებს კიდეც მათ თანატოლებისგან. მიჩნეულია რომ ინდიგო ბავშვები განსაკუთრებული სიხშირით ქვეყანას დაახლოებით 2003 წლიდან ევლინებიან. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის დედამიწაზე ე.წ. "იისფერი რასა" – რეფორმატორი და კოსმოპოლიტურად მოაზროვნე თაობა. თუმცა იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი ბაშვი, რომელიც 2003 წლის შემდეგ მოევლინა ქვეყანას აუცილებლად "ინდიგო" იქნება აბსურდულია. ინდიგო ბავშვები სხვებისგან განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებითა და შესამჩნევი ასოციალურობით გამოირჩევიან. მათი ინტელექტის კოეფიციენტი მცირე ასაკშიც კი გასაოცარ მაჩვენებელს უახლოვდება. ისინი დაკვირვებულები, გონიერები და ღრმად მოაზროვნეები არიან.

ასტროლოგთა მოსაზრებით "ინდიგო ბავშვებს" განსაკუთრებული მონაცემები გააჩნიათ პირად კოსმოგრამაშიც და სწორედ ამ კომბინაციების მეშვეობით შეიძლება მათი ცნობა. თუმცაღა თავად ასტროლოგები "იისფერი რასის" ბავშვებს ორ კატეგორიად ყოფენ: "ინდიგოებად" (მათ შორის უფრო მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობენ) და "კრისტალებად" (ძირითადად გოგონები). ინდიგო თავისი ბუნებით არ არის გამოკვეთილად კეთილი ან გულმოწყალე. თუმცა იგი არც ბოროტი და მოძალადეა. კრისტალები კი პირიქით, საკმაოდ გულმოწყალეები და სენსიტიურები არიან. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ინდიგო ბავშვების რუკაში რამდენიმე მთავარი ასპექტია მათი უნიკალურობის განმსაზღვრელი. მათ შორისაა ურანი თევზების, ნეპტუნი მერწყულის ზოდიაქოში ერთმანეთთან კარგი ასპექტებით და ვარკვლავი სირიუსი რომელიმე მთავარ პლანეტასთან შეერთებაში. იმის მიხედვით თუ რომელ პლანეტასთანაა კონკრეტულად ამ ვარსკვლავის შეერთება, შესაძლებელია მსჯელობა იმაზე თუ რა სახის რეფორმატორული მისიით მოვიდა ადამიანი ამ ქვეყნად.

რაც შეეხებათ კრისტალებს, მათთან წყლის სტიქია - განსაკუთრებით ნეპტუნია გამოხატული. ამასთან ზემოთ ხსენებული სირიუსი ხშირად უერთდება მათ მთვარეს, რის გამოც ეს ბავშვები აქცენტს სულიერი განვითარების დონეზე აკეთებენ. ისინი გულმოწყალეები და ჰუმანურები არიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც აგრესიის გამოვლენა უჭირთ საკუთარი თავის და პრინციპების დასაცავად. ინდიგო ბავშვები ინსტინქტურად გრძნობენ საკუთარ განსაკუთრებულობას, ამიტომ მათი აღზრდა ტრადიციული მეთოდებით არაეფექტურია. შესაბამისად, სასურველია თუ მათი აღზრდისას მშობლები მეტ ლოიალურობას გამოამჟღავნებენ, რადგანაც ამგვარი ბავშვები არანაირი სახის რეჟიმს არ ემორჩილებიან და ნებისმიერი ზეწოლა მათზე, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს იძლევა.

უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები - ვინ ხართ "მესაზღვრეების იერარქიით" და რა განსაკუთრებული უნარით ხართ დაჯილდოებული

2020 წლის პირველი ახალმთვარეობა, რომელიც სრულიად განსხვავებულია - რას მოუტანს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - ფორტუნა თქვენ მხარესაა, შეგიძლიათ, გარისკოთ და "გიჟური" იდეები განახორციელოთ