ავტორი:

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა უნდა იცოდნენ საკუთარ თავზე ქალებმა და მამკაცებმა

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - რა უნდა იცოდნენ საკუთარ თავზე ქალებმა და მამკაცებმა

სამსახურის და პირადი საქმეების გვერდზე გადაწყევა და საოჯახო, მშობლების პრობლემებით დაკავება მოგიწევთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვენ შვილები, ასაკში მყოფი დედ-მამა. იზრუნეთ საოჯახო კეთილდღეობაზე. ზოგიერთმა შეიძლება ასაკიან მშობლებზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღოს, ან მოინდომოს ეწვიოს იმ ადგილებს (შეიძლება შვილების წაყვანა გსურთ), სადაც ბავშვობა გაქვთ გატარებული. ზოგი საკუთარი ბინის მფლობელი გახდება ან დაიწყებს საკუთარი სახლის მშენებლობას, უკვე არსებულის გარემონტებას. რათა ოჯახის წევრებს და საკუთარ თავს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ივლისის უმეტესი ნაწილის შინ გატარება მოგიწევთ და ამით სიამოვნებასაც კი მიიღებთ. ზოგიერთი სამსახურის საქმეების შინ შესრულებას დაიწყებს ან გააგრძელებს. გახშირდება შინ სტუმრების მიღება, ზოგ შემთხვევაში, საქმიან პარტნიორებსაც კი შეიძლება სახლში უმასპინძლოთ. ვერძების უმეტესობა ახალი ავეჯის შეძენას გადაწყვეტს, ბინაში ინტერიერის განახლებას. ზოგს კი ხანმოკლე მგზავრობები ელის საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, ინფორმაციების მოძიებისას. შეიძლება არქივის გადამოწმებამაც კი მოგიწიოთ. ახალგაზრდა ვერძებმა შეიძლება საკუთარი ბუდის აშენება გადაწყვიტონ.

  • ფული და სიყვარული

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, და-ძმებთან. ყურადღება გმართებთ ინფორმაციებისადმი, რადგან ივლისში ზღვა ცნობებს მიიღებთ. არ იკამათოთ მეზობლებთან. დაოჯახებულები გაიუმჯობესებთ დამოკიდებულებას მეუღლესთან და ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. კარგი შედეგი ექნებათ იმ ვერძებს, ვისი საქმიანობაც ხელოვნებასთან, ლიტერატურასთანაა კავშირში. დანარჩენებს ვურჩევთ, შემოსავლის გარკვეული ნაწილი გადადონ, რათა ზედმეტი მფლანგველობის გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ.

  • ჯანმრთელობა

მოიმატებს ენერგიულობა, მიზანსწრაფულობა. ადვილად გაუმკლავდებით ნებისმიერ სირთულეს, დაავადებას. გირჩევთ, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. დაიცავთ უსაფრთხოების ნორმები ჩვეულებრივ, ყოველდღიურ საქმიანობაშიც კი. გაფრთხილდით, ივლისში მომატებულია ტრავმების ალბათობა. გაუფრთხილდით თავს.

  • ქალებისთვის

თვის დასაწყისში მოერიდეთ ზედმეტ კონფლიქტურობას, გაღიზიანებუობას. დიპლომატიურად და სხვათა ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. არ აწყენინოთ მათ, ვინც თქვენთვის ძვირფასია. თვის მეორე ნახევარში პოზიტიური მოვლენები მოიმატებს, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. დამთხვევები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები გელით.

  • მამაკაცებისთვის

ვერ გეტყვით, რომ მარტივი თვე დაგიდგათ, მაგრამ ენერგიულობა და შრომისუნარიანობა ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ერთადერთი, რაზეც უნდა მიგითითოთ: არ დაუშვათ შეცდომები, არც საქმეებში, არც ურთიერთობებში. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს, რათა არ გაირთულოთ ცხოვრება. მოთმინებით აღიჭურვეთ, ეცადეთ, არ გაბრაზდეთ წვრილმანებზე. იყავით ახლობლების მიმართ მოსიყვარულე და აპატიეთ პატარ-პატარა უსიამოვნებები.

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - რა ელით "მეისრე" ქალებსა და მამაკაცებს

ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რას უმზადებს მომდევნო თვე ზოდიაქოს ორივე სქესის წარმომადგენლებს