ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

მთელი თვე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნებით ორიენტირებული. შეიძლება მიიღოთ შემოსავლის დამატებითი წყარო, ან ახალი სამსახური. ზოგიერთმა შეიძლება ფული დააბანდოთ ძვირად ღირებულ ნივთებში, ანტიკვარიატში, ხელოვნების ნიმუშებში. გირჩევთ, დააბანდოთ ფული სარფიან საქმიანობში. თუმცა, სასურველი იქნება, სანამ იყიდით, სპეციალისტს შეაფასებინოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მომართული იქნებით ფულის გამომუშავებაზე. გააფორმეთ ხელშეკრულებები, დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები. ჩამოწერეთ ბიზნესის განვითარების ახლებური მეთოდები. გაითვალეთ თითოეული ნაბიჯი, სიტყვა და ქმედება. ზოგიერთს შეიძლება მოგინდეთ სასწავლო კურსების გავლა, ახლის შესწავლა. რაც დაგეხმარებათ, მომავალში მიიღოთ მაღალანაზღურებადი სამსახური, დაწინაურდეთ.

ფული და სიყვარული

მოგეწონებათ ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები. საინტერესოდ მოსაუბრეები. ახალ სიყვარულს შეიძლება სასწავლო კურსებზე, ხანმოკლე მოგზაურობის დროს შეხვდეთ. ზოგიერთმა კი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე რომანი გააბათ. თუ კონკრეტული ადამიანი მოგწონთ, მასთან დაახლოება შეგიძლიათ ნათესავებს სთხოვოთ.

ჯანმრთელობა

მოგინდებათ ვარჯიში, შეიძლება მეგობრებთან ერთადაც კი ჩაებათ სპორტულ აქტიურობაში. კარგ შედეგს მოგიტანთ დიეტა, სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ ახლობლებთან კამათს. სიფრთხილე და დაკვირვება გმართებთ საჭესთან.

10 ივნისის შემდეგ გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი, ახალი წყარო. შეიძლება მაღალანაზღურებადი თანამდებობა მიიღოთ. შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთი. აგიმაღლდებათ თვითშეფასების უნარი და თუ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევით, შეიძლება გააძვიროთ საფასური.

24 ივნისის შემდეგ გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, განვლილ გზას. შეიძლება შეგეცვალოთ წარმოდგენა, შეხედულებები. მოიცილებთ ნეგატიურ ფიქრებს, რაც განვითარებაში, წინსვლაში გიშლით ხელს. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს, სიახლეებს. ყურადღებას გაამახვილებთ ისეთ მოვლენებზე, რასაც ადრე ყურადღებას არ აქცევდით. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ სასწავლო კურსი ან პროექტზე მუშაობა, მწერლობითი საქმე თუ თქვენი საქმიანობა წერასთაა დაკავშირებული.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...