ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ძირითადად, საკუთარი თავის წარმოჩენით იქნებით დაკავებული. მოგინდებათ სასიკეთო ცვლილებები. შეიძლება შეიცვალოთ გარეგნობა, იმიჯი. მოგემატებათ ამბიცია და წარმატების მიღწევის შანსებიც მოგეცემათ. მზე გაძლევთ ენერგიას, რომ აქტიურად იბრძოლოთ თქვენი მიზნების განხორციელებისთვის. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოიმატებს გადაადგილებები, მოლაპარაკებები, სიტყვით მოგიწევთ გამოსვლა. მარტივად უნდა შეძლოთ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა და ყველა საქმიდან სარგებლის მიღება. დიპლომატიურად და რაც მთავარია, დაკვირვებით წარმართეთ მოლაპარაკებები.

ფული და სიყვარული

გაგიძლიერდებათ ფული კეთების სურვილი. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ ძვირად ღირებული საჩუქარი ან თავად მოგინდეთ ფულის ძვირფას ნივთებში დაბანდება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან ან ნაცნობობა ბანკში, რესტორანში.

ჯანმრთელობა

ფიზიკურად აქტიური იქნებით. მოგინდებათ საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლა. ივნისის მეორე ნახევარში გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, ნათესავებთან. არ გირჩევთ ცივი წყლის სმას, განსაკუთრებით ვარჯიშის, ფიზიკური აქტიურობის შემდეგ. აგრეთვე, ცივ წყალში ბანაობას. კარგ შედეგს მოგიტანთ გამწმენდი პროცედურების ჩატარება, განტვირთვის დღეების მოწყობა.

10 ივნისის შემდეგ ახალი პროექტების დაწყების, არსებულების განვითარების შესაძლებლობა მოგეცემათ. ზოგიერთმა შეიძლება ცხოვრების სტილიც კი შეიცვალოთ.

24 ივნისის შემდეგ ზოგიერთი მიიღებთ მატერიალურ სარგებელს ან შეიძლება სხვათა ვალების გადახდამ, სესხის აღებამ მოგიწიოთ. გადახედეთ პირად ნივთებს, მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. შეიძლება გამომჟავნდეს საიდუმლო, რასაც გიმალავდნენ.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული