ავტორი:

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისში ძირითად დროს ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებას, რუტინას დაუთმობთ. უამრავი წვრილ-წვრილი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი სახლშიც და სამსახურშიც. მათი გადაჭრის გარეშე წინსვლა შეგიფერხდებათ. გარდა ამისა, ივნისი ის თვეა, როცა ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას. კარგი იქნება დიეტის დაცვა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

დაკვირვებულად შეადგინეთ დღის განრიგი და ეცადეთ, არაფერი გამოგრჩეთ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ. უნდა დაიცვათ შუალედი, რომ არც სამსახურს და არც ოჯახს არ მოაკლოთ ყურადღება და მზრუნველობა. უფრო მეტიც, შეიძლება ახლობლებსაც კი დაეხმაროთ, რათა მოწყენილად და უსარგებლოდ არ იგრძნოთ თავი.

ფული და სიყვარული

ივნისში განსაკუთრებით მოგინდებათ რომანტიკული გრძნობების გამოხატვა. პარტნიორის მხარდაჭერა, თბილი სიტყვაც კი, დაგეხმარებათ რომ სასურველს მიაღწიოთ. მარტოხელები გააქტიურდებით, რომ დაწყვილდეთ; ცხოვრებას რომანტიკული ელფერი შესძინოთ. დაწყვილებულები მეტად თბილები და მოსიყვარულეები გახდებით მეუღლის მიმართ. მოგინდებათ მისი სიურპრიზებითა და საჩუქრებით განებივრება. ერთად იმდენად კარგად იგრძნობთ თავს, რომ სამსახურის საქმეებსაც კი დაივიწყებთ.

ჯანმრთელობა

ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი რეაქცია, ძლიერი ლოგიკა და რაციონალური აზროვნება დაგეხმარებათ. თვის ბოლოს მოიმატებს სექსუალური ენერგია. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სერიოზული არაფერი გელოდებათ, თუ, რა თქმა უნდა, ვალდებულებების გამო სპეციალისტთან ვიზიტს არ დააგვიანებთ.

10 ივნისის შემდეგ ახალ, თქვენთვის მორგებულ, გრაფიკის შეადგენთ და რუტინულ საქმეებს, მათ შორის საოჯახო ვალდებულებებსაც, თქვენი სურვილების მიხედვით შეასრულებთ. ზოგიერთმა შეიძლება დიეტის დაცვა თვითნებურად გადაწყვიტოთ და გირჩევთ, სპეციალისტის რჩევები გაითვალისწინოთ. ზოგიერთი სწორედ ამ პერიოდში გადაწყვეტს ცხოვრების ახლებურად დაწყებას.

24 ივნისის შემდეგ საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. შეიძლება ბოლო დროს ბევრ დროს უთმობდით სხვას და საკუთარ ინტერესებს უგულებელყოფდით. თუმცა, არც გაბუტული ბავშვის როლის თამაში მოგიხდებათ. ჩამოყალიბდით საკუთარ პრიორიტეტებში, გარემოცვაში, რა ან ვინ გიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან.

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...