ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - რეკომენდაციები ასტროლოგისგან

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულებისთვის - რეკომენდაციები ასტროლოგისგან

თვე მშვიდად გაივლის. საშუალება მოგეცემათ გადახედოთ წარსულს, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. გაითვალისწინოთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება. ინფორმაციებითა და ახალი ცნობებით დატვირთული თვე გელით. გაგიჩნდებათ ახლობლებთან მიმოწერის, მიმოსვლის სურვილი. თუ მოინდომებთ, კარიერულ წინსვლასაც მიაღწევთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. თუმცა, სწრაფ შედეგებს ნუ ელოდებით. ყველა ნაბიჯი კარგად გაანალიზებული და საფუძვლიანი უნდა გქონდეთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს გამოცდილებას მიიღებთ. ზოგიერთმა შეიძლება სამსახურის ან პროფესიული საქმიანობის შეცვლა გადაწყვიტოს. მგზავრობისას და მივლინებისას საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც მომავალში წინსვლაში დაგეხმარებიან. მზად იყავით საჭირო ინფორმაციების მიღებისთვისაც.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტად მობილიზებული გახდებით, რომ თანხა დააგროვოთ ან შემოსავალი გაგეზარდოთ. საქმიან პარტნიორებთან გაიუმჯობესებთ დამოკიდებულებას, თუ ოფიციალურიდან მეგობრულ ურთიერთობაზე გადახვალთ. ნებისმიერი საუბრისას დაინტერესდით ოპონენტის მოსაზრებით. ხელშეკრულებები გააფორმეთ დიდი დაკვირვებით. შეიძლება მოგინდეთ დამატებითი შემოსავლის მოძიება.

ფული და სიყვარული

პირად ცხოვრებას უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, ვიდრე ფულის გამომუშავებას. თუმცა, გაფრთხილდით, დაიცავით ბალანსი, რომ საყვარელი ადამიანი არ „დაგავიწყდეთ“. მაქსიმალურად მოერიდეთ მეუღლესთან კონფლიქტს, მეტად უნდა დაუთმოთ, გაუფრთხილდეთ. ხშირად მოიწყვეთ რომანტიკული საღამოები. დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება ან ოფიციალურად დანიშვნა გადაწყვიტონ. თვის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნუ დაგენანებათ ფული მდიდრული სამოსის, აქსესუარების შეძენაში.

ჯანმრთელობა

ფული შეიძლება მემკვიდრეობით მიიღოთ, ან პარტნიორის დახმარებით. მოერიდეთ არაწესიერი გზით თანხის გამომუშავებას. გაფრთხილდით, ფინანსური საკითხების მოგვარებამ არ დაგაავადოთ.

ქალებისთვის

ნოემბერი საინტერესო შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დაგამახსოვრებთ თავს. იყავით მეტად მიზანმიმართული სამსახურშიც და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლადაც. დახმარებაზე უარს არავინ გეტყვით, მთავარია, არ მოგერიდოთ თხოვნა. თუმცა, მზად იყავით იმისთვის, რომ ახლობლებიც ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. იყიდეთ საკუთარი თავისთვის ლამაზი ნივთები. თვის მეორე ნახევარში მოგზაურობის, მივლინებაში წასვლის შანსი მოგეცემათ.

მამაკაცებისთვის

მცირე გაუგებრობებიც კი არ დაუშვათ საქმეები, იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. ისე არაფერი გააკეთოთ, რომ ფინანსური დანაკარგი განიცადოთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს. მნიშვნელოვანი საქმეებიც კი არაფორმალურ სიტუაციში განიხილეთ და მოაგვარეთ. ნუ შეუშინდებით თამამ, ორიგინალურ გადაწყვეტილებებს. თვის მეორე ნახევარში საინტერესო შემოთავაზებებს, ინფორმაციებს მიიღებთ. საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოახერხებთ.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის

ნომებრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - რჩევები ასტროლოგისგან