ავტორი:

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ქალწულებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე ქალწულებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ახალ წელს რომანტიკულ განწყობაზე შეხვდებით, გართობისა და მხიარულების სურვილი მოგეძალებათ. მოგინდებათ სახლის მოლამაზება, ბავშვებთან ერთად შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საყვარელი ადამიანისთვის კი რომანტიკული საღამოების მოწყობა. სამსახურში მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. მოერიდეთ ავანტიურიზმსა და ექსცენტრიკულობას. მარტოხელების ცხოვრებაში მოიმატებს სასიყვარულო თავგადასვალების ალბათობა. აი, გაასერიოზულებთ თუ არა რომელიმეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

იანვრის დასაწყისში გართობა და მხიარულება მოგინდებათ. შეხვდით მეგობრებს, უმასპინძლეთ მათ შინ, გაერთეთ, რადგან შუა თვიდან სამსახურში საქმეები მოგემატებათ, შინ კი - ვალდებულებები. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი, ციფრებისადმი. თუმცა, ქალწულები, როგორც წესი, აკურატულები და პედანტურები ხართ. გამონახეთ დრო საქონლის დასახარისხებლად, ინვენტარიზაციისთვის. სავსემთვარეობის შემდეგ კი შეგიძლიათ მოიცილოთ ყველაფერი ძველი, დაზიანებული და გამოუსადეგარი.

  • ფული და სიყვარული

თვის პირველ ნახევარში გამონახეთ დრო საოჯახო საქმეებისთვის, ბინის მოლამაზებისთვის, იყავით ნათესავებზე მზრუნველი, ხსირად შეეხმიანეთ მათ. იანვრის ბოლოსკენ მოიმატებს რომანტიკული თავგადასავლების, ფლირტის ალბათობა. თუ ხანგრძლივ ურთიერთობაზე არ ხართ მომართული, ფრთხილად იყავით, ერთდღიანმა თავგადასავლებმა განწყობა დიდი ხნით არ გაგიფუჭოთ. დაოჯახებულებს სასიამოვნო სიახლეები გელით, შეიძლება ან მშობელი გახდეთ, ან გაიგოთ, რომ მალე გახდებით.

  • ჯანმრთელობა

გართობა და თავგადასავლები შეიძლება ზოგჯერ ექსტრემალურმა სპორტმა ჩაანაცვლოს. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით და გადაამოწმეთ ყველა წვრილმანი. თუ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გამგზავრებას აპირებთ, გადაამოწმეთ, რომ წესრიგში გქონდეთ ავტომობილი, საბუთები, ნივთები, სამგზავრო აფთიაქში - ყველა საჭირო მედიკამენტი და სამედიცინო ატრიბურტი. იანვარში მიიღეთ ვიტამინები. აი, ანტიბიოტიკებისა და ანთებსაწინააღმდეგო პრეპარატებთან კი სიფრთხილე გმართეთ. სასურველი იქნება, ხალხურ მეთოდებს მიმართოთ, ბალახეული ნაყენები სვათ.

როგორი იქნება ახალი წლის პირველი თვე სასწორებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე კირჩხიბებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2021 წლის პირველი თვე თხის რქებისთვის - იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი