ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ მორიელებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ მორიელებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის:

  • თვის ზოგადი ტენდენციები

თვის დასაწყისში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. ნათესავებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას. დააკვირდით ოჯახის წევრებს და მიხვდებით, საიდან გაქვთ ესა თუ ის თვისება, ჩვევა. სხვათა შორის უმეტესობას მოუნდება საკუთარი გვარის ისტორიის გამოკვლევა, ოჯახში ძველი ტრადიციების აღდგენა. 19 თებერვლიდან თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს დაიკავებს სიყვარული, გართობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ზოგიერთი შეიძლება სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც კი ჩაერთოთ. მოიმატებს სექსუალური კონტაქტების რაოდენობა. შეიძლება განიხილოთ შვილებთან დაკავშირებული საკითხები უმეტესობა კი შვილის გაჩენას გადაწყვეტს.

11 თებერვლის შემდეგ მომატებული იქნება ემოციურობა. შეიძლება შინ მოგინდეთ განმარტოება. დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე რა ითხოვს ცვლილებას, გაუმჯობესებას. ზოგიერთმა შეიძლება სახლის საფუძვლიანად დალაგება გადაწყვიტოთ და უსარგებლო ნივთებისგანაც გათავისუფლდეთ, რათა ადგილი გამოუძებნოთ ახლებს.

27 თებერვლის შემდეგ ჩამოყალიბდით ცხოვრებისეულ პრიორიტეტებში, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. დაისახეთ მიზანი. გახშირდება თანანამოაზრეებთან შეხვედრები. მოგინდებათ მეგობრებთან ურთიერთობა. შეიძლება ახალი მეგობარიც კი გაიჩინოთ.

  • კარიერა და ბიზნესი

ნათესავებთან კონტაქტები: ზარები, მიმოწერა და მიმოსვლა გახშირდება. შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ საკითხებს და საბოლოოდ მოაგვაროთ. ზოგიერთს შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ, თუნდაც რჩევით, საქმეების წარმართვაში, წარმატების მიღწევაში. სახლში თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გაკეთდება. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გააგრძელოთ. ან მეტად იზრუნოთ ბინის კეთილმოწყობაზე. დაიწყოთ მუშაობა სამშენებლო ბიზნესში ან საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყოთ.

  • სიყვარული

შინ მოგინდებათ მეგობრების მიპატიჟება, სახლის გალამაზება, ფუფუნების ნივთების შეძენა. შეიძლება შეყვარებულებმა საკუთარ ბინაში უმასპინძლოთ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთმა წყვილმა კი ერთად დაიწყოთ ცხოვრება. მორიელების უმეტესობა სწორედ თებერვალში დაფიქრდებით ოჯახის შექმნაზე. სასიყვარულო ურთიერთობისთვის უფრო ტრადიციული ფორმის მიცემას (თუნდაც ნიშნობა). გამორიცხული არაა, შეყვარებულმა ნათესავები გაგაცნოთ, მარტოხელები კი ოჯახის წევრების დახმარებით დაუახლოვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს. გაფრთხილდით, ნათესავების "ენების" გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

  • ჯანმრთელობა

ძირითადი ენერგია პარტნიორული ურთიერთობების (სასიყვარულო და საქმიანი) გაუმჯობესებისკენ იქნება მიპყრობილი. მოერიდეთ უსიამოვნებებს, დაპირისპირებას, საქმეების უხეში ფორმით გარჩევას. მოუფრთხილდით ენდოკრინულ სისტემას. აგრეთვე, თვალებს.

როგორი თებერვალი ექნებათ ვერძებს - თვის დეტალური პროგნოზი

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის