ავტორი:

როგორი თებერვალი ექნებათ ვერძებს - თვის დეტალური პროგნოზი

როგორი თებერვალი ექნებათ ვერძებს - თვის დეტალური პროგნოზი

როგორია თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის

  • თვის ზოგადი ტენდენციები

თებერვალში თავს მეტად ბედნიერად და უდარდელად იგრძნობთ. მეტი დრო დაუთმეთ თანამოაზრეებთან კონტაქტს, მეგობრებთან შეხვედრებს. ზოგიერთმა შეიძლება შექმნათ ჯგუფი, სადაც ერთი ინტერესის მქონე ადამიანებს გააერთიანებთ. მარტივად გაიჩენთ ახალ მეგობრებს. მოიმატებს ბავშვებთან კონტაქტის სურვილი. ზოგიერთი კი სანუკვარ სურვილს აისრულებს.

11 თებერვლის შემდეგ მოიმატებს კონტაქტები, ზოგიერთს მივლინება გელით. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან. ყურადღებით დაამყარეთ ახალი კავშირები. ზოგიერთი გაიჩენთ ახალ ბიზნესპარტნიორს. ჩაერთეთ კოლექტიურ საქმიანობაში, საზოგადოებრივ და ინტერნეტ ცხოვრებაში.

27 თებერვლის შემდეგ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე, დილაობით ვარჯიში და ზომიერი დიეტა სასარგებლო იქნება თქვენთვის. კარგი იქნება, თუ დაემშვიდობებით მავნე ჩვევებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, უფროსთან. თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, ეცადეთ, დროულად შეასრულოთ ვალდებულებები და არ დააგვიანოთ სამსახურში.

  • კარიერა და ბიზნესი

როგორც წესი, სხარტი აზროვნებით გამოირჩევით და თებერვალში უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ, რომლის განხორციელებაც დაუყოვნებლივ მოგინდებათ. გაუზიარეთ ისინი თქვენს თანამოაზრეებს, ერთად კარგ შედეგს მიაღწევთ. რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. იყავით მიზანმიმართული, რომ განახორციელოთ სასურველი პროექტები.

  • სიყვარული

თებერვალში შეიძლება რომანი გააბათ თქვენს მეგობართან ან კოლეგასთან, ან თანამოაზრეესთან, რომელთანაც ერთ ჯგუფში ხართ გაერთიანებული. საერთო ინტერესები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. სხვათა შორის, ზოგიერთი ახალი იდეა შეძლება თქვენს ახალ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განახორციელოთ. მარტოხელები მეტად უნდა იყოთ მომართული ფლირტზე, რომანტიკულ თავგადასავალზე.

  • ჯანმრთელობა

ფინანსური საკითხები მეტი სიფრთხილით უნდა განახორციელოთ. ფული დიდი დაკვირვებით დააბანდეთ. თებერვალში ენერგიით იქნებით აღსავსე ჯანმრთელობა არ გიღალატებთ. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.

როგორი თებერვალი ექნებათ მორიელებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის