დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი თელავის ცენტრში თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" 50-მდე აქტივისტმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი სკანდირებნენ "მკვლელები". მათ გიორგი ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და შეახსენეს, რომ "მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა" და მორალური უფლება არ ჰქონდათ აქცია გაემართათ. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მათ მანქანას კვერცხი ესროლეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ანაკლიაშიც.
დღის განმავლობაში განვითარებულ ამ მოვლენებს ეხმიანება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც მოსაზრებებს Facebook-ზე აქვეყნებს და წერს:
Facebook/ მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
"მხოლოდ ერთ რეგიონში რომ მივარდნოდნენ "ნაცებს", კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ხალხი თავისით აღშფოთდა მათ დანახვაზე, მაგრამ ხუთ რეგიონში ერთად რომ დაესხნენ თავს, აქ უკვე ყველაფერი ცხადია. "ოცნება" მგონი მარაზმში "ნაცებს" ჯობნის!"