"ვადაგასული სირების ჯღანაობა" - ნიკა გვარამიას პასუხი შალვა რამიშვილს გიორგი გაბუნიას დამცირებისთვის

"ვადაგასული სირების ჯღანაობა" - ნიკა გვარამიას პასუხი შალვა რამიშვილს გიორგი გაბუნიას დამცირებისთვის

"შალვა რამიშვილის შოუს" ეთერში გასვლით ქართულ სატელევიზიო სივრცეში "რუსთავი 2"-სა და "იმედს" შორის კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა, თუმცა არსებული ფონი კონკურენციაზე მეტად დაპირისპირებას ჰგავს.

შოუს პირველი გამოშვებისთვის შალვა რამიშვილმა კონკურენტებზე "თავდასხმის" აგრესიული მეთოდი აირჩია, რაც იმაში გამოიხატა, რომ მაყურებელს "რუსთავი 2"-ს წამყვანის, გიორგი გაბუნიას შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი Facebook-გვერდი წარუდგინა და დემონსტრაციულად "დაალაიქა".

ამ არაკოლეგიალურ ჟესტს არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ინგა გრიგოლიასგან, ნინო შუბლაძისგან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მას ეს ხუმრობა საკუთარმა მეუღლემაც კი დაუწუნა.

ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ნიკა გვარამიამ რამიშვილის უხამს საქციელს არანაკლებ უხამსად უპასუხა.

Facebook/ ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი:

"მითხრეს რაც იყო ჩემს ჟურნალისტზე და გადავახვიე. ისე მაგას რა მაყურებინებდა, უნიჭო ვადაგასული სირების ჯღანაობას...", - ასე შეაფასა გვარამიან შალვა რამიშვილის ახალი პროექტი.

ასევე დაგაინტერესებთ: ამ საშინელი საქციელისთვის გრანდიოზულ ბოდიშს მოვიხდი - რას უზადებს შალვა რამიშვილი გიორგი გაბუნიას მომდევნო შოუში

ასევე იხილეთ:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს