"ნარმანიასთვის შველა უნდათ და ამაზე აზრიანი ვერაფერი მოიფიქრეს" - ჩერგოლეიშვილი უგულავას პასუხისგებაში მიცემაზე

"ნარმანიასთვის შველა უნდათ და ამაზე აზრიანი ვერაფერი მოიფიქრეს" - ჩერგოლეიშვილი უგულავას პასუხისგებაში მიცემაზე

ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას პასუხისგებაში მიცემას ეხმაურება.

"ერთადერთი ახსნა უგულავას მიმართ ამ სრულიად სულელურ მოქმედებას აქვს ის, რომ city park-ის თემის გაღვიძებით ნარმანიასთვის შველა უნდათ და ამაზე უფრო აზრიანი ვერაფერი მოიფიქრეს.

აბა რა ქვეყნის დატოვებაზე ლაპარაკობენ - უგულავა მარტო ჩემთან ერთად ხუთჯერ იყო ქვეყნიდან გასული ისე, რომ არავისთვის არაფერი შეუტყობინებია და მხიარულად დავბრუნდით უკან ხელისუფლებისთვის ნერვების მოსაშლელად და არა მხოლოდ.

რა ეგონა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსს? შამპანური ტყუილად გაახსნევინა - ღარიბაშვილი ბიძინას თვალში დაამდაბლა, თბილისში ოცნების კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა.

ამიტომ სასწრაფოდ დამატებითი ბრალი წაუყენეს.

მშვენიერია - ნაციონალურ მოძრაობასთან სახელმწიფო მანქანით ჭიდაობაში ქართულმა ოცნებამ 8 თვეში 300 000 ხმა დაკარგა, ნაციონალური მოძრაობა გაძლიერდა.

ასე გააგრძელეთ და მალე წახვალთ, გიჟებო", - წერს ჩერგოლეიშვილი.

გიგი უგულავას ახალი ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა სისხლის სამართალის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას.

"თბილისის მერმა - გიორგი უგულავამ, ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით, კანონთან შეუსაბამო ბრძანების საფუძველზე შპს ,"სი-თი პარკისთვის" დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ მთლიანობაში გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1 086 718 ლარის ოდენობით", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

იხილეთ ასევე: გიგი უგულავას პირველი კომენტარი საგამოძიებოს დატოვების შემდეგ - "მთავარი მოწმე კობა ბექაურია"

ბრალდებები, რის გამოც გიგი უგულავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს