"აგრესორისთვის კოჭის გორება, არასდროს მთავრდება კარგად" - დავით ზურაბიშვილის მოწოდება დასავლეთის ლიდერებს

"აგრესორისთვის კოჭის გორება, არასდროს მთავრდება კარგად" - დავით ზურაბიშვილის მოწოდება დასავლეთის ლიდერებს

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბოინგ 777-ის ტრაგედიის შემდეგ დასავლეთის ლიდერებს რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"არ ვიცი კონკრეტულად რას გააკეთებენ დასავლეთის ლიდერები და რა ზომებს მიმართავენ, მაგრამ ჩემის მოკრძალებული აზრით, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტმა ბოლოს და ბოლოს უნდა დაარწმუნოს ისინი იმ მარტივ ჭეშმარიტებაში, რომ აგრესორისთვის კოჭის გორება, იქნებ და ცოტა აქეთაც გამოგვიგოროსო, არასდროს მთავრდება კარგად. პირიქით, ყოველ გაგორებულ კოჭს აგრესორი აღიქვამს სისუსტის გამოვლინებად და მერე სულ უარესს და უარესს შვრება...

მერამდენედ უნდა განმეორდეს ისტორია? მგონი საკმარისია...", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 17 ივლისს, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან 50 კმ-ში, ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის კუთვნილი Boeing 777-200ER ჩამოაგდეს. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: მერკელი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას დაუყოვნებლივ ითხოვს

ჯონ ქერიმ რუსეთს მოთხოვნები წაუყენა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს