"ნუ ჩამრევთ მის საქმეებში" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ერეკლე კოდუას სკანდალური ეთერის შემდეგ

"ნუ ჩამრევთ მის საქმეებში" - ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი ერეკლე კოდუას სკანდალური ეთერის შემდეგ

ერეკლე კოდუას სკანდალურ ინტერვიუს საზოგადოების და პოლიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა "რუსთავი 2"–სთვის მიცემულ ინტერვიუში ბადრი პატარკაცშვილთან შეხვედრის, ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების და სხვა დეტალების შესახებ ისაუბრა.

ინტერვუში ერეკლე კოდუამ თქვა, რომ ბადრი პატარკაციშვილმა მას გოგა ხაინდრავას მოკვლა დაავალა, რასაც ხაინდრავამ შიზოფრენია უწოდა. ერეკლე კოდუას მონათხრობი დაუჯერებელია ნათელა პატარკაციშვილისთვისაც. სკანდალური ინტერვიუს შესახებ პირველი კომენტარი ერეკლე კოდუას მეუღლემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა Ambebi.ge-სთან გააკეთა. ის ამ დროისთვის ლონდონში იმყოფება.

– ნანუკა, მოულოდნელი იყო თქვენთვის ერეკლე კოდუას სკანდალური ინტერვიუ? ამბობენ, რომ თქვენ იყავით ინტერვიუს ინიციატორი...

– ინიციატორი არა ის ვიყავი. ცუდად იცნობთ ირაკლის. ჩემი ინიციატივებით ყველაზე ნაკლებად აკეთებს რაღაცებს.

მე რომ ვკითხე, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მითხრა, რომ ამის გაკეთა გადაწყვიტა პროკურატურის განცხადების გამო, ფალსიფიცირებულიაო, რომ თქვეს. რომ გავიგე, ყველაფრის თქმას აპირებდა, მათ შორის ვანოს ამბავსაც, როგორც იყო ზუსტად, ისე მოვყვებიო (ადრე ხომ ამბობდნენ, რომ ეს ვითომ სპეცოპერაციის ნაწილი იყო, პატაკი) და ყველაფერი უნდა მოვყვე, რომ სპეკულაციები დამთავრდეს ამ თემაზეო. მე მქონდა ჩემი აზრი, მაგრამ მას მისი.

მითხრა, რომ ეს მისი საქმეა და არათუ ჩემი ინიციატივა იყო, გუშინ თქვენსავით ვუყურე ამ ყველაფერს ტელევიზორში, თუმცა ტყუილი უნდა ვთქვა, რომ აქედან რაღაცები მოსმენილი არ მქონდა. საზოგადოებამ რომ გაიგოს, რა მართალია და რა არა, პროკურატურამ ჩანაწერი უნდა გამოაქვეყნოს და ეს მოხსნის ყველა კითხვას. დანარჩენი ჩემი საქმე არა არის. ირაკლი კოდუა მესმის, რომ ჩემი ქმარია, მაგრამ ის სოდ-ის ყოფილი უფროსი და გენერალი იყო ჯერ, ვიდრე ჩემი ქმარი გახდებოდა, ამიტომ, ნუ ჩამრევთ მის საქმეებში.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

თემის ყველა მნიშნველოვანი დეტალისა და მომდევნო განახლებების სანახავად გამოიყენეთ თეგი "კოდუა"

ამავე თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია