ჩანასახშივე კრიტიკის ქარცეცხლში: "რატომ ებრდღვნა ხომასურიძე კისერში "ვეფხისტყაოსანს"

ჩანასახშივე კრიტიკის ქარცეცხლში: "რატომ ებრდღვნა ხომასურიძე კისერში "ვეფხისტყაოსანს"

მეორე დღეა, მთელი ქართველი ერი სოციალურ ქსელებში დასტირის ''უდროოდ გარდაცვლილ'' ''ვეფხისტყაოსანს''. საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ ერთმნიშვნელოვნად ქართული ლიტერატურის შედევრთან შეჭიდება გადაწყვიტა და იღებს პრომომასალას იმისთვის, რომ სპონსორებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს გააცნოს და პროექტის დაფინანსება მოიპოვოს.

როგორც მან ''რეიტინგს'' განუცხადა, ტარიელის როლზე წარმოუდგენია ''სამეფო კარის თამაშების'' ერთ-ერთი მსახიობი, ჯეისონ მომოა. ამბები.ჯი-ზე გუშინ გავრცელდა ფოტოკადრები გადასაღები მოედნიდან. ყველაზე დიდი აღშფოთება ტარიელის კოსტიუმმა დაიმსახურა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არ წყდება კომენტარები. არა მხოლოდ უფროსი თაობის ადამიანებს, არამედ, ახალგაზრდა თაობასაც სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ჩანაფიქრი, მით უმეტეს, ''ვეფხისტყაოსნის'' მიუზიკლად ქცევის იდეა. ვერავის წარმოუდგენია, წყლის პირას მჯდარი ტარიელი როგორ ჩამოუვლის ქართულ ცეკვას და შემდეგ მუსიკალურ ნაწარმოებზე დადებულ რომელიმე ტაეპს ჩამოარაკრაკებს ყელმოღერებით.

ერთ-ერთი, ვინც ამ თემაზე საკუთარი აზრი ''ფეისბუქზე'' გამოთქვა, კინოჟურნალისტი ია ვეკუაა, რომელიც წლებია, ამ სფეროს აშუქებს და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს თანამედროვე ქართული კინემატოგრაფის შესახებ, ასევე ნანახი აქვს ნიკოლოზ ხომასურიძის ერთ-ერთი ფილმი, ''მამაჩემის გერლფრენდი''. სწორედ მას ვთხოვეთ ახალი იდეის შეფასება.

ია ვეკუა:

- ის, რომ ნიკოლოზ ხომასურიძე ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებას აპირებს, სრულებითაც არ მაკვირვებს. მას უყვარს მასშტაბურ და მისი ძალებისა და შესაძლებლობებისთვის წარმოუდგენელ პროექტებთან შეჭიდება. ზოგადად, შეუძლებელი არაფერია, არც, მათ შორის ''ვეფხისტყაოსნის'' თუ სხვა გრანდიოზული პროექტის გადაღებაც, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო საკუთარი შესაძლებლობები? ნიკოლოზ ხომასურიძის მხრიდან ეს შეიძლება განვიხილოთ წყლის ნაყვად.

- ასე რატომ ფიქრობ?

- მას, რამდენადაც მე ვიცი, ორი დასრულებული პროექტი აქვს - ''მამაჩემის გერლფრენდი'' და ''დავიწყებული მეფე''. დიდი ხანია, მის ''შემოქმედებას'' ვადევნებ თვალს. 7-8 წლის წინ გამოჩნდა პირველად და მაშინვე დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღება ჰქონდა განზრახული. ყოველთვის ძალიან თავდაჯერებულია, ჰგონია, რომ გადაღებებს ხვალ დაიწყებს, შეუძლია, დაგაჯეროს, რომ რაღაცის გამკეთებელია. საბოლოოდ, ''მამაჩემის გერლფრენდს'' იღებს, რომელიც თავად ავტორსაც არ მოსწონს. ეს არის დაბალი დონის, მდარე ხარისხის ფილმი, რომელთან დამოკიდებულებაში არც მინდა ვახსენო კინემატოგრაფი. ალბათ, თავად მას კომერციულ პროექტად განიხილავდა.

იხილეთ სტატია სრულად

ასევე დაგაინტერესებთ | როგორ იღებენ თბილისში "ვეფხისტყაოსნის" საბრძოლო სცენებს - ფოტორეპორტაჟი და ექსკლუზიური კადრები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება