"რა ცოტა დრო დამრჩა... და რაში ვხარჯავ!" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური წერილი

"რა ცოტა დრო დამრჩა... და რაში ვხარჯავ!" - ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური წერილი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ჰოლივუდის მსახიობის, რობინ უილიამსის გარდაცვალებას ეხმაურება. ნანუკამ თავისი სათქმელი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნა.

"რა არის, არა? მსოფლიო გიცნობს, უყვარხარ, ყველა მიზეზი გაქვს ბედნიერებისთვის, განსხვავებულად დაიბადე. რობინი ხარ უილიამსი რა... ღმერთია შენ საქმეში და ამიტომაც მოგათავსა ცხოვრებამ სხვა "ლოჟაში".

რაღაც, აი, რაღაც ისეთ დეპრესიულს გხდის, რომ საკუთარი სურვილით ამბობ უარს წითელ ხალიჩაზე, მსოფლიოს აპლოდისმენტებზე! უიტნი ჰიუსტონზე რომ შოკი მქონდა, მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ რობინ უილიამსზეც იგივე განცდა დამეუფლა.

ჰიუსტონზე მეგონა, რომ სულ იქნებოდა, არასოდეს მოკვდებოდა, მაგრამ ორივეს გარდაცვალების დროს გავიფიქრე, ისინი თუ ასე კვდებიან, ჩვენ... და რა ცოტა დრო დამრჩა... და რაში ვხარჯავ!

არათუ ის არის დროებითი რაც გვაქვს, არამედ ჩვენ ვართ დროებითები და მაგარია თუ ეს სულ მემახსოვრება! პოსტი კი ცოტა მძიმე გამომივიდა, მაგრამ დიდხანს ყოფნა თქვენ! სახეზე ღიმილი და ბევრი სითბო, ვიდრე გვაქვს ამის საშუალება''- წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

-როგორ ეხმაურებიან ცნობილი ადამიანები რობინ უილიამსის სიკვდილს

-რობინ უილიამსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს