გავრცელებული ინფორმაციით ტყვედ ჩავარდნილ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია

გავრცელებული ინფორმაციით ტყვედ ჩავარდნილ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია

ბოლო განახლება | დავით სერგეენკო ალყაში მყოფ ქართველი მებრძოლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყვედ ჩავარდნილ დონბასის ბატალიონში ორი ქართველია. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე ქართველი იბრძვის. დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკში უკრაინელი სამხედროების კოლონა, რომელიც მოხალისეეებისგან შედგება, ტერორისტების ალყის გარღვევას შეეცადა თუმცა, კვლავ ალყაში მოექცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ "დონბასის" ბატალიონის მეთაური სიმიონ სემენჩენკო ავრცელებს.

"ალყიდან გამოსვლისას ჩვენი მებრძოლები კვლავ ალყაში მოექცნენ", - დაწერა ბატალიონ "დონბასის" მეთაურმა "ფეისბუქზე".

მისივე თქმით, უკრაინელმა სამხედროები ამ დროისთვის ბრძოლებს აწარმოებენ სეპარატისტებთან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა