პოროშენკოს ოჯახმა ყინულიანი წყალი გადაისხა

პოროშენკოს ოჯახმა ყინულიანი წყალი გადაისხა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სამმა შვილმა - ალექსანდრამ, ევგენიამ, მიხაილმა და ასევე მეუღლე მარინამ აქცია Ice Bucket Challenge-ში მიიღეს მონაწილეობა და თავზე ყინულიანი წყალი გადაისხეს.

ბავშვები რიგრიგობით ერთმანეთს იწვევდნენ, ბოლოს კი ესტაფეტა დედას გადასცეს. პრეზიდენტის მეუღლეს ბავშვებმა ერთად გადაასხეს წყალი.

ფლეშმობი Ice Bucket Challenge ფონდ ALS Association-ის ინიცირებულია, რომელიც ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძვის. მონაწილეები თავზე ცივ წყალს ისხამენ და პროცესის ამსახველ ვიდეორგოლს ინტერნეტში აქვეყნებენ. შემდეგ ისინი ესტაფეტას სხვა ადამიანებს გადასცემენ, რომელთაც დავალება ერთ დღე-ღამეში უნდა შეასრულონ ან საქველმოქმედო ფონდ ALS Association-ს 100 დოლარი შესწირონ.

ასევე ნახეთ:

ირაკლი ალასანიას წყალი აფრიკელმა ბავშვმა გადაასხა (+ვიდეო)

კაცი, რომელმაც საქართველოში თავზე წყლის გადასხმის ვირუსი გაავრცელა - რა თანხა შეგროვდა საყოველთაო ქველმოქმედებით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა