ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ევროპის ქვეყნებმა "ოსკარზე" კანდიდატ ფილმად წარადგინეს

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ევროპის ქვეყნებმა "ოსკარზე" კანდიდატ ფილმად წარადგინეს

ხორვატიამ, სერბეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა "ოსკარზე" უცხოენოვანი ფილმის კატერგორიაში გასაგზავნი ფილმები გამოაცხადეს.

ესტონეთმა საქართველოსთან პირველი თანამშრომლობის შედეგი, ზაზა ურუშძის "მანდარინები" გააგზავნა "ოსკარის" განსახილველ სურათებში.

ხორვატიამ ადგილობრივი ჰიტი, ტომისლავ მრშიჩის კომედია "კოვბოები" წარადგინა. ფილმი პოპულარულ ხორვატულ პიესაზე დაყრდნობითაა გადაღებული.

სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ არსებულ თემატიკაზე გადაღებული ფილმი დაასახელა "ოსკარის" ნომინანტობის პრეტენდენტად.

ფინეთის არჩევანი ატმოსფერულ შავ-თეთრ ურბანულ ტრილერზე გაჩერდა, რომლის რეჟისორი პირიო ჰონკასალოა.

"მანდარინების" სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა კადრში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი ჟანრობრივად დრამაა და აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე მოგვითხრობს.

ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში მცხოვრები თავისი კუთხის შვილები იქიდან გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა.

სცენარში ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი მეომრის დამოკიდებულებაა ნაჩვენები, ანუ მტრების ერთ სახლში ურთიერთობა. რეჟისორი ზაზა ურუშაძე მაყურებელს დაპირისპირებისა და შერიგების დაძაბულ ამბავს საოცარი ოსტატობით სთავაზობს. ეს პირველი ქართულ-ესტონური ფილმის შექმნის მცდელობაა და არცთუ ურიგო, რომელშიც ქართველ მსახიობებთან ერთად, ესტონელებიც შესანიშნავად თამაშობენ.

"ოსკარი" ქვეყნებიდან ნომინირებულ ფილმებს პირველ ოქტომბრამდე მიიღებს, ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს დასახელდებიან, ამერიკული კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოება კი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბი თეატრში ჩატარდება.

მომზადებულია hollywoodreporter.com-ს მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ: ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა

"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება