"გული მერევა", პრეზიდენტი "პლენშია" - "ნაციონალების" რეაქცია პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ღია დაპირისპირებაზე

"გული მერევა", პრეზიდენტი "პლენშია" - "ნაციონალების" რეაქცია პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ღია დაპირისპირებაზე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგანგებო ბრიფინგს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მისი აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა, სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველმა უკვე იხილა, თუ რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები, ამჯერად კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამოხმაურებებს გაგაცნობთ.

Facebook/ გოგა ხაჩიძე:

"ფუ,  რა სიბანძის სუნი დგას... გული მერევა. ვიღაც მაყუთა ამებამ "მიტისკა" არჩეული პრეზიდენტი და წავიდა ზვიგენების გამოსაკვებად".

"პრეზიდენტი "პლენშია"...

Facebook/ ეკა ხერხეულიძე:

"ის ბრძენი კაცი არ იშურებს ფულს და ენერგიას ჩაშალოს მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური შეხვედრები.ახლა ის წარმოიდგინეთ, რა გულმოდგინებით ცდილობს მტაცებლურად მოასუფთაოს ის სივრცე, სადაც სააკაშვილი სასურველია და მისაღები.

მერე იმაზეც დაფიქრდით,ამ ვითარების გათვალისწინებით, რამდენი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა თანამდებობრივი წოდების გარეშე სააკაშვილს და ისე გადაწყვიტეთ, ვის უნდა დაუკავშიროთ ქვეყნის მომავალი".

Facebook/ გიგა ნასარიძე:

"არადა, ექვსი თვით რატომ გადაგაქვთ არჩევნებიო, კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს... აქ კიდე პრეზიდენტს ყური აუწია ვიღაც კაცმა, იქით კონსტიტუცია დაიკიდეს და პარლამენტის სხდომებს თბილისში ატარებენ და რა ვიცი რამდენი ჩამოვთვალო კიდევ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს