როგორ ეხმაურებიან ამალია ჯიბლაძის "ფონოგრამის" სკანდალს ნინი ბადურაშვილი და სტეფანე

როგორ ეხმაურებიან ამალია ჯიბლაძის "ფონოგრამის" სკანდალს ნინი ბადურაშვილი და სტეფანე

"ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძის გარშემო აგორებულ სკანდალს სოციალურ ქსელში მომღერლები ნინი ბადურაშვილი, მაია დარსმელიძე და სტეფანე მღებრიშვილი ეხმაურებიან.

ნინი ბადურაშვილი:

"როდესაც ხედავ, რომ უდავოდ ნიჭიერია ადამიანი და შეიძლება დიდი დარბაზის წინაშე გამოუცდელობის გამო დაფრთხეს და ვერ გამოავლინოს ბოლომდე მისი ნიჭიერება (მითუმეტეს, როგორი ემოციურიც ქალბატონი ამალია ბრძანდება), მე სრულიას მართებულად მიმაჩნია ტელევიზიის პოზიცია, ხელი შეუწყოს და არ დაიკარგოს უდაო ტალანტი!".

სტეფანე:

"რუსთავი 2" არარის "შარაშკინა კანტორა"! შეარგეთ იმ ქალს პოპულარობა! რა ფონოგრამა, რის ფონოგრამა?! არ შეიძლება ესეთი ცილისწება რაღაც სულელური ფაქტებით. ეგ ორი ხმა რაც შემოდის ბოლოში, სავარაუდოდ ან ვანიკოს ან ვიღაცის მეორე გახსნილი მიკროფონია. ეს ქალი უნაკლო შემსრულებელია და შეარგეთ!

ჩემთან მიუზიკლებზე ხედავდნენ რომ ორკესტრი ზის და მაინც უთქვამთ :)) მე ავიტან... ის ქალი მიჩვეული არაა და ტეხავს. ძალიან მაგარი ქალია".

მაია დარსმელიძე:

”ეს ქალი მაგრად გრძნობს მუსიკას, და გოიმურად არ უმღერია - აი ეს ვერ აპატიეს ამალიას გოიმებმა”.

39 წლის რუსთაველი ამალია ჯიბლაძე ლამის მთელმა საქართველომ ერთხმად აღიარა მეგაშოუ "ნიჭიერის" აღმოჩენად. თუმცა, თვითნასწავლ მომღერალს ფონოგრამით სიმღერაში სდებენ ბრალს.

თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #სკანდალი "ნიჭიერში"

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს