უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები

უკრაინის ბედის გადაწყვეტა შემწვარი კვერცხისა და ყველის თანხლებით - მსოფლიო ლიდერების შეხვედრის შედეგები, ოფიციალური და არაოფიციალური დეტალები

მინსკში "ნორმანდიულ ოთხეულს" შორის შეხვედრა დასრულდა. მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ყველა უცხოურ შეიარაღებულ ფორმირებას უკრაინის ტერიტორიის დატოვება მოუწევს. გარდა ამისა, მინსკში მიღწეული შეთანხმება, უკრაინის მთავრობის მიერ კონფლიქტის ზონაში "ქვეყნის საზღვარზე" კონტროლის სრულ აღდგენას ითვალისწინებს. როგორც შეთანხმებულ დოკუმენტშია აღნიშნული, კონტროლის აღდგენა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და 2015 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს 2015 წლის ბოლომდე ახალი კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც მთავარი ცვლილება აღმოსავლეთ რეგიონების დეცენტრალიზაცია იქნება. ასევე, უნდა მიიღონ დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონიც.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მინსკში გამართული შეხვედრის შედეგად მხარეებმა ყველა პირობაზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. მისი თქმით, დარჩა გარკვეული ასპექტები, რაც კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა, მოლაპარაკებები საერთო ჯამში წარმატებული იყო. მინსკში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას საფრანგეთი და გერმანია გააკონტროლებენ.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, იგი შეუთანხმდა პოროშენკოს, რომ სამხედრო ექპერტებს დებალცევოში არსებული ვითარების შეფასება დაევალოთ. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა განახორციელოს საკონსტიტუციო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ადამიანების უფლებები. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში, 15 თებერვალს, 00:00 საათზე შევა.

გარდა ამისა, მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებაც შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ. დღეს მიღწეული შეთანხმდებით კი, ის რუსულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის შედეგად მხარეები ასევე შეთანხმდნენ  მძევლების 19 დღის განმავლობაში გათავისუფლებაზეც.

რაც შეეხება შეხვედრის არაოფიციალურ მხარეს, რომელიც მსოფლიო ლიდერებმა თავადვე გაასაჯაროვეს მედიასთან, "ეს არ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი ღამე. მოლაპარაკების პროცესის ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ძირითადი შეთანხმებების მიღწევა", - განაცხადა პუტინმა.

შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა ალექსანდრე ლუკაშენკომაც, რომელმაც აღნიშნა, რომ 16 საათიანი მოლაპარაკებისას მსოფლიო ლიდერები მიირთმევდნენ შემწვარ კვერცხს, ყველსა და რძის პროდუქტებს და სვამდნენ ყავას, რომელიც ლუკაშენკოს თქმით, მას თავად მიჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ დაიწყო და დღეს 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები.

მეტი ინფორმაციისთვის| რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა