რა ვითარებაში დაკარგა მიშა მესხმა პასპორტი - მსახიობი ინციდენტს იხსენებს

რა ვითარებაში დაკარგა მიშა მესხმა პასპორტი - მსახიობი ინციდენტს იხსენებს

მსახიობი მიშა მესხი "იმედის კვირასთან" თურქეთის აეროპორტში პასპორტის დაკარგვის ისტორიას იხსენებს.

"რა ვითარებაში დავკარგე და ძალიან დამაბნიეს თურქებმა, ჯერ გვალოდინეს, მერე უამრავჯერ გამოგვართვეს პასპორტი, თან ყველას პასპორტი მე მქონდა, ბოლოს რომ მივაწოდე და დამიბრუნეს, თურმე სამის ნაცვლად ორი იყო. არ დავკვირვებივარ, ეგრევე ჯიბეში ჩავიდე.

მერე კი, როცა უნდა გავფრენილიყავით და დავემშვიდობე ჩვენს მეგობრებს საელჩოდან, ლალის და დათოს, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ და მადლობა მათ ამისთვის, ჩავიყავი ხელი ჯიბეში და არ არის ჩემი პასპორტი, უცებ ლამის ინფარქტი მივიღე.

მთელი აეროპორტი აწრიალდა. ბოლოს, სამ საათიანი ძებნის შემდეგ მივაგენით და აი, ეხლა აქ ვარ", - ჰყვება მიშა მესხი.

იხილეთ ასევე: "ჯიგრებო, ჩვენ მთელი გული ჩავაქსოვეთ ამ ფილმში" - სელფი "ოსკარის" წინ

გიორგი ნაკაშიძემ ფეხსაცმელები დაკარგა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება