"უარესებიც გაუკეთებიათ, არ მიკვირს" - შოუს მიღმა დარჩენილი "X ფაქტორის" ფავორიტების პირველი ემოციები და შეფასებები

"უარესებიც გაუკეთებიათ, არ მიკვირს" - შოუს მიღმა დარჩენილი "X ფაქტორის" ფავორიტების პირველი ემოციები და შეფასებები

"X ფაქტორის" კონკურსანტების ვინაობა ცნობილია, მენტორებმა გუშინ სკამების ეტაპზე ათი საუკეთესოდან პროექტისთვის ოთხ-ოთხი მომღერალი შეარჩიეს. ყველაზე დიდი გაკვირვება სოფო ნიჟარაძის შერჩეულმა ოთხეულმა გამოიწვია. ამბობენ, რომ მან ძლიერი კონკურსანტები სახლში გაუშვა, შედარებით სუსტები კი პროექტში დატოვა. Ambebi.ge პროექტის მონაწილე ფავორიტ კონკურსანტებს დაუკავშირდა, რომლებმაც ე.წ. სკამების ეტაპი ვერ გადალახეს.

ყველაზე დიდი გამოხმაურება მარიამ პავლიაშვილის პროექტიდან გაშვებას მოჰყვა. ახალგაზრდა შემსრულებელმა გულგრილი არცერთი სქესის ადამიანი დატოვა. ნიჟარაძის ამ გადაწყვეტილებას მისი მეუღლის ემციური და უწმაწური შეფასებები მოჰყვა, რომელიც გადაცემაშიც მოხვდა.

მარიამ პავლიაშვილი:

- ჩემთვის არ იყო მოულოდნელი მენტორების გადაწყვეტილება, შემეტყო კიდეც, საერთოდ არ მქონდა რეაქცია. უარესებიც გაუკეთებიათ, არ მიკვირს. დიდი შანსი იყო, რომ წარმატებული ადამიანი არ დასჭირვებოდათ შოუში. "რუსთავი 2" ცნობილია ასეთი ეპატაჟური გადაწყვეტილებებით, ვერ მიხვდები, ამას რატომ აკეთებენ. არსებობს გემოვნება და არსებობს ადამიანი. ვიღაცისთვის თიკოა ძლიერი, ვიღაცისთვის თაკო და ა.შ.

- უსამართლობაა პროექტს გარეთ შენი დარჩენა?

- რა თქმა უნდა. უსამართლობაა. ორი ხელი, ფეხი, ყური, თვალი, ტვინი მაქვს, არაფერი არ მაქვს საწუწუნო, ყველაფერი წინ არის. არ გავჩერდები. გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ "რუსთავი 2"-ზე. ყველაფერი ხდება. არც ვნანობ პროექტში მონაწილეობას. უამრავი კომენტარი წავიკითხე ჩემს შესახებ, უცხო ადამიანები წერდნენ და ეს მაძლევს დიდ სტიმულს. "ფეიკებიც" წერდნენ ეს გოგო რას გავსო, მაგრამ წერონ, მეტი ანტიკომენტარი მჭირდება.

- თქვენი ქმრის ასეთ რეაქციას ელოდით?

- ვიცოდი, რომ გაბრაზდა, ახტა-დახტა, ვიღაცეები გალანძღა. მივწერე, ფილარმონიის ინვენტარს ნუ გააფუჭებ-თქო, მაგრამ არ მეგონა, შუმით თუ ჩაწერდნენ და ეთერში გავიდოდა. ჩემს სიმღერასაც იმ რაოდენობის ხალხი განიხილავდა, რამდენიც ჩემი ქმრის ლანძღვა-გინებას. ძალიან ვიხალისე.

ასევე დაგაინტერესებთ| ლიკა შუბითიძის პირველი კომენტარი "X ფაქტორიდან" გავარდნის შემდეგ

მაია ჯაბუას ქალიშვილი, ახალგაზრდა შემსრულებელი ლიზა ყენია ""X ფაქტორის" სცენაზე თავიდანვე ეპატაჟურად გამოჩნდა. ლიზას მსმენელი კარგად იცნობს და თაყვანისმცემლებიც ჰყავს, თუმცა სხვა კონკურსანტების მსგავსად ისიც პროექტს მიღმა დარჩა.

- ლიზა, ელოდი პროექტს მიღმა დარჩენას?

- არ ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი სოფო ნიჟარაძის გადაწყვეტილება, რადგან ჩემთვის არაკომფორტული სიმღერა ვიმღერე. მარიამ პავლიაშვილიც გაუშვა სოფო ნიჟარაძემ და ალბათ, სხვა უფრო მეტად სჭირდება. სოფომ თქვა კიდეც ამის შესახებ. არ ვნანობ პროექტში მონაწილეობას, გულიც არ დამწყდა. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ბევრი სამეცადინო მაქვს და ჯობია, ასე იყოს. ვერ გამოვაჩინე ჩემი თავი შესაბამისად.

- არ გქონდა უფლება, მენტორისთვის გეთხოვა და სხვა სიმღერა შეგესრულებინა?

- შეიძლება მენტორმა შენი აზრი გაითვალისწინოს, ჩემი იდეები ვუთხარი სოფოს, მაგრამ ჩათვალა, მისი გადაწყვეტილება უფრო ეფექტური იქნებოდა. არც გაბრაზებული ვარ და არც ლანძღვას ვაპირებ.

- დედა როგორ შეხვდა ამას?

- დედა არც უყურებდა ამას სერიოზულად, ის ჩემი კარგი მსმენელი და შემფასებელია. დედასაც ურჩევნია, სწავლას დავუთმო დიდი დრო. "X ფაქტორით" ბევრი ხალხის სიყვარული მოვიპოვე და ჩემს საყვარელ სცენაზე გამოვედი.

"X ფაქტორის" სცენაზე 17 წლის ელენე ლოლაძის გამოჩენამ მაყურებლის ყურადღება თავიდანვე მიიქცია. პატარა გოგონას ტრაგიკულმა ისტორიამ და კასტინგზე შესრულებულმა ემოციურმა სიმღერამ გულრგილი არავინ დატოვა. ელენემ "სკამების ეტაპი" ვერ გადალახა.

მეტი ინფორმაციისთვის| "უცებ დაგვეცა ბომბი" - 17 წლის ელენეს ისტორია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა

ელენე გოგოლაძე:

- თითქმის დარწმუნებული ვიყავი მენტორის ამ გადაწყვეტილებაში. ყველა კონკურსანტი ჩემზე მაგრად მღეროდა. ძალიან მაგარი კონკურენტები მყავდა. გული დამწყდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ როცა დავფიქრდი, მივხვდი, მენტორმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჯერ მზად არ ვარ, წინ მაქვს ყველაფერი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება