"მათი სულები იქნებიან თქვენთან" - ობამამ აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე გაიხსენა

"მათი სულები იქნებიან თქვენთან" - ობამამ აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე გაიხსენა

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან - სოსოს და ბესოს, მათი სულები იქნებიან თქვენთან, სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად მთელს მსოფლიოში, - ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ კონექტიკუტის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსადამთავრებულებს.

"თქვენ მოხვედით დღემდე, როგორც ერთი გუნდი. დღეს ყველა ჩვენგანს, გვაერთიანებს მერლ სმიტი - პირველი აფრო-ამერიკელი, რომელმაც წარმატებით გაიარა სანაპირო დაცვის კურსი 1966 წელს, რომელიც არის ვიეტნამის ომის ვეტერანი. თქვენ უნდა იზრუნოთ ერთმანეთზე, ისე როგორც - ოჯახზე. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან, სოსოს და ბესოს. მათი სულები იქნებიან თქვენთან იმ პარტნიორობებში, რომელსაც თქვენ აყალიბებთ მთელი მსოფლიოს სანაპირო დაცვებთან ერთად", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ქართველი კურსანტები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად 2015 წლის მარტში დაიღუპნენ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ამერიკული სოლიდარობა: როგორ გლოვობენ ამერიკაში ნიუ-ჯერსიში გარდაცვლილ ქართველ კურსანტებს

"უბედურება დაგვატყდა ოჯახს" - აშშ-ში გარდაცვლილი კურსანტის მამა შვილთან ბოლო საუბარს იხსენებს

აშშ-ში კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე დაიღუპნენ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა