"მამაკაცებო, თქვენი ქალები WhatsApp-დან გამოიყვანეთ" - კადიროვმა დატუქსა ქალები, რომლებმაც ჩეჩნეთის "ათასწლეულის ქორწილზე" იჭორავეს

"მამაკაცებო, თქვენი ქალები WhatsApp-დან გამოიყვანეთ" - კადიროვმა დატუქსა ქალები, რომლებმაც ჩეჩნეთის "ათასწლეულის ქორწილზე" იჭორავეს

რამზან კადიროვმა მკაცრი საყვედური გამოუცხადა რესპუბლიკის იმ მაცხოვრებლებს, რომლებმაც ჩეჩნეთის ლიდერის მიერ "ათასწლეულის ქორწილად" გამოცხადებულ ქორწილზე და წყვილზე: 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვსა და 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე იჭორავეს.

კადიროვმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მიმოწერით, რომელიც WhatsApp-ში ნახა. "ოჯახის ღირსება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ წერთ ასეთ რაღაცეებს. მამაკაცებო, თქვენი ქალები WhatsApp-დან გამოიყვანეთ," - თქვა კადიროვმა.

სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ დატუქსა ჭორების გამავრცელებლები რესპუბლიკის ლიდერმა, ტელეკომპანია " Грозный"-მ აჩვენა.

სეგახსენებთ, რომ 16 მაისს გროზნოში გამართულმა ქორწილმა რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქმე ეხება არასრულწლოვანი გოგონასა და ჩეჩენი ჩინოვნიკის დაოჯახებას. ჩეჩნეთის ადმინისტრაციული რაიონის ნოჟაი-იურტოვკის პოლიციის მაღალჩინოსანი და რამზან კადიროვის ახლო მეგობარი 47 წლის ნაჟუდ გუჩიგოვი 17 წლის ლუიზა გოილაბიევაზე დაქორწინდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ|"ათასწლეულის ქორწილი" ჩეჩნეთში: 17 წლის პატარძალი, 57 წლის ჩინოვნიკი სიძე და კადიროვის "ლეზგინკა"

რას ამბობს ქორწილამდე 1 თვით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში ჩეჩენი პატარძალი, რომელიც 57 წლის მამაკაცზე გაათხოვეს

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა