პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა

პუტინის ცნობილი დაგვიანებები - დიქტატორული ხასიათი თუ გენეტიკა

ცოტა ადამიანი თუ გაბედავს შეხვედრაზე რომის პაპს ალოდინოს. ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი მათგანია. მან პონტიფიკოსთან შეხვედრაზეც ტრადიციულად დაიგვიანა. პაპი ფრანცისკე ვატიკანის რეზიდენციაში მას ერთი საათი ელოდა.

პუტინი ცნობილია ყველა შეხვედრაზე დაგვიანებით. კრემლის ლიდერი არა მხოლოდ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციებზე, არამედ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზეც აგვიანებს. მან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ოთხი საათი ალოდინა. ევროპელი ლიდერები მუდმივად ჩივიან, რომ კრემლის ლიდერი შეხვედრებზე ხანდახან ერთ საათზე მეტხანს იგვიანებს.

პუტინის ცნობილ დაგვიანებებს მიეკუთვნება 2003 წელს ბრიტანეთის დედოფალთან 14 წუთით დაგვიანება, ასევე 2012 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან სამი საათით დაგვიანება. კერი მაშინ მოსკოვში იმყოფებოდა და ლოდინის გამო მას მოუწია დრო წითელ მოედანზე გასეირნებით გაეყვანა.

ფსიქოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ დაგვიანებები პუტინის ერთგვარი ფსიქოლოგიური პოლიტიკაა. თუმცა, როგორც მისი ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა იხსენებს, ის ტირილამდე მივიდა პუტინთან პირველი შეხვედრის დროს. "მე არასოდეს ვიგვიანებდი. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი კი ყოველთვის. საათნახევარი ყველაზე კარგი შემთხვევა იყო. მე მახსოვს, როგორ ვიდექი მეტროს შესასვლელთან. 15 წუთით დაგვიანება არა უშავს, ნახევარი საათიც, თუმცა, როდესაც დაგვიანება ერთ საათს სცდება, მერე უკვე ტირილი გინდება ადამიანს", - აღნიშნა ლუდმილა პუტინამ.

დაგვიანებებს პუტინის დიქტატორულ თვისებასაც მიაწერენ, რითიც ანალიტიკოსების მოსაზრებით, პუტინი თავისი მნიშვნელობისა და ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობს. დაგვიანებების გარდა, კრემლის ლიდერს დღემდე არაერთი სხვა დიქტატორული თვისება გამოუმჟღავნებია. ასე მაგალითად, რამდენიმე თვის წინ პუტინი ათი დღით გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობებით, ის ავად იყო, თუმცა, ეს ინფორმაცია კრემლს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ფსიქოლოგების თქმით, მხოლოდ დიქტატორები მალავენ თავიანთ ავადმყოფობას.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე მაგალითად, მეთევზის და მონადირის ამპლუაში, ასევე ცხოველებთან ერთად. განსაკუთრებით ცნობილია მისი დამოკიდებულება ვეფხვებთან, ლეოპარდებთან და ცხენებთან.

რამ განაპირობა პუტინის დიქტატორული ხასიათი? აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დიქტატორული ხასიათი ადამიანს ნაწილობრივ გენეტიკურად მოსდევს. 

ასევე საინტერესო| "დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა