"სულ იმას იძახდა: მე ცნობილი უნდა გავხდეო" - დები ზარანდიების დედის პირველი ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

"სულ იმას იძახდა: მე ცნობილი უნდა გავხდეო" - დები ზარანდიების დედის პირველი ინტერვიუ ტრაგედიის შემდეგ

"პროფილი" 13 ივნისის სტიქიურ უბედურებას შეწირული დების - ინდირა და ლიზა ზარანდიების ოჯახს სამეგრელოში ესტუმრა. დედამ მაყურებელს მათი ბავშვობისა და ცხოვრების შესახებ უამბო:

"სულ ერთად იყვნენ, სახელი ინდირა არ უყვარდა და ინდის ეძახდა თავის თავს. ძალიან მხიარული ბავშვი იყო, მაგრამ ფეხის პრობლემა ჰქონდა, პერტესი ჰქონდა და 4 ოპერაცია აქვს გადატანილი. ერთი წვეთი ცრემლი არ ჩამომიგდია, გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ უნდა მეტირა. ძალიან ყოჩაღად იყო მე ვამხნევებდი. ჩემს თვალში ლამაზად დადიოდა. ისე თუ დაიღლებოდა შეიძლებოდა ცოტათი შეგემჩნია, მაგრამ ლამაზად დადიოდა. თვითონ არ იღლებოდა, სიარული უყვარდა და ბევრი ლაპარაკი. ერთი დღითაც რომ მოსულიყო, ამ ქუჩაზე ყველა გრძნობდა. ორწელიწადნახევარი სკოლაში არ უვლია. ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და ჩაირიცხა. რომ ჩაირიცხა, მერე მეც წავედი სამუშაოდ, დელისის მეტროსთან ვმუშაობდი გარემოვაჭრედ. მაგისტრატურაზე ემზადებოდა, ჟურნალისტობა უნდოდა. სულ მაგას იძახდა, რომ მე ცნობილი უნდა გავხდეო. ლამაზი ხარო ქუჩაში მეუბნებიანო, ასაკოვანი ხალხიც... მე ვუთხარი, თავის ქება გიყვარს-მეთქი. არა, დე, მე მივაღწევ ამას და თქვენ მოგასწრებთ ამას მალე სახლში გაგიშვებთო. მომავალ წელს გათხოვებას აპირებდა. და ასე მოგვივიდა...

ლიზაც ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო. მაგრამ ინდირასნაირი თამამი არა, უფრო მორიდებული იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, ორ ადგილზე მუშაობდა, ვერ ვასწრებ დედიკო, ვიღლებიო. ეს თვე მაცალე, მანქანას ვიყიდი და მომავალი წლიდან მარტო თქვენთვის ვიზრუნებ, რომ თქვენ სახლში წახვიდეთ და ოჯახს მიხედოთო.

ლიზი უკვე ჩემთან იყო მოსული დელისზე, მარნეულიდან დაბრუნდა და გვერდით მეჯდა... ახალგაცნობილი მეგობარი ბიჭი მყავს, დედა, იმ ბიჭს გავაცნობო ინდირას და თავის შეყვარებულსო, ნაყინზე გვპატიჟებენო. გვერდით მეჯდა კარგა ხანი, დელისის მეტროს თავთან მკოცნა და მკოცნა. დე, საჭმელი მოამზადე და ჩვენ მალე დავბრუნდებითო. სახლში წავედით ჩვენ, თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ დავურეკე - წვიმსო და ცოტა ხანი კიდევ გავჩერდებითო. მერე მე ჩამძინებია და დილით რომ გავიღვიძე, ლოგინი ცარიელი იყო. ვიცი, რომ დღეს უკვე აღარ იტაცებენ, მაგრამ გავიფიქრე რაღაცა მოხდა-მეთქი. თურმე თბილისი დანგრეულა და არაფერი გამიგია, ჩემდა სამარცხვინოდ. დილით ჩვეულებრივ წავედი ჩემს საქმეზე, გზაში ვრეკავდი და არცერთის ტელეფონი პასუხობდა. ინდირას შეყვარებულს რომ დავურეკეთ, ინდირამ პირველის ნახევარზე დამირეკა და თქვაო, ტელეფონი მიჯდება და რომ მივალ, მერე დაგირეკავო. ეს იყო და ეს. ინდირა კვირას მანახეს და ლიზას სახე არ მინახავს".

იხილეთ ვიდეო

"ანაბარი გავხსენით სამი თვის წინ. ქორწილისთვის ვაგროვებდით ფულს" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული

დები ზარანდიების სიცოცხლის უკანასკნელი წუთები: "ბოლო მესიჯი შეყვარებულისთვის მიუწერია..."

"განადგურებულები ვართ... არადა, ქორწილისთვის ვემზადებოდით" - დები ზარანდიების ბიძაშვილი ოჯახურ ტრაგედიაზე

"ამ დღის მერე მეც გვამი ვარ" - ინდირა ზარანდიას შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია