წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი პატიმრებისთვის: მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეები

წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი პატიმრებისთვის: მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეები

ჩვენმა სტატიამ ჰუმანური საპატიმროების შესახებ მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ, მკითხველისათვის მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეების შესახებაც მოგვეთხრო.

ყველაზე ცუდ ციხედ კარანდირუს ციხე ითვლებოდა, რომელიც ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატში იყო განთავსებული. ციხე 1920 წელს აშენდა და 2002 წელს მხოლოდ იმიტომ დაიხურა, რომ იქ შიდსის ეპიდემია გავრცელდა. ამ დროს ციხეში, რომელიც 2000 ათას ადამიანზე იყო გათვლილი, 8000 პატიმარი იხდიდა სასჯელს. კარანდირუში მოხვედრა სიკვდილით დასჯის ტოლფასი იყო, რადგან იქ მოხვედრილი პატიმარი, თუ თავისივე თანამოსაკნეებს გადაურჩებოდა, ციხის თანამშრომლების წამების დიდი საფრთხის წინაშე იდგა. ციხეში არ იყო არანაირი პირობა, პატიმრების სიკვდილიანობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ გაკეთებულ ყოველწლიურ მოხსენებაში კარანდირუს მუდამ მოწინავე ადგილი ეკავა.

გიტარამა - ეს ციხე რუანდაშია და მასაც უსასტიკესი დაწესებულების სახელი აქვს. აქ იმდენად საშინელი პირობებია, რომ ზოგიერთი პატიმარი კანიბალიზმსაც კი მიმართავს, რათა ცოცხლად გადარჩეს. ბევრი პატიმარი უწოდებს მას "ჯოჯოხეთს დედამიწაზე".

თავდაპირველად ციხე 400 პატიმრისთვის ააშენეს, თუმცა 1990-იანი წლების შემდეგ ამ ტერიტორიაზე რატომღაც 7 000-მდე პატიმარი იხდის სასჯელს.

ციხეში ფორმალურად არსებობს სამედიცინო პუნქტი, თუმცა რეალურად, იქ არასოდეს გადაჰყავთ პატიმრები, რის გამოც შეიძლება უბრალო ჭრილობის გამო პატიმარი გარდაიცვალოს, რადგან ციხეში ენითაუწერელი ანტი-სანიტარიაა, რაც ინფექციის რისკს ზრდის. არაერთმა გამოცემამ გიტარამა "მიწიერ ჯოჯოხეთად" მონათლა, სადაც "არაერთი ადამიანი ცოცხლად ლპება". 1 კვადრატულ მეტრზე 4 ადამიანი ცხოვრობს, რის გამოც პატიმრის უმეტესობას დროის დიდი ნაწილის გატარება ფეხზე უწევს.

ბანაკი 22 - ეს ციხე ჩრდილოეთ კორეაში მდებარეობს. მის შესახებ შედარებით ნაკლები ინფორმაცია არსებობს. ეს საკონცენტრაციო ბანაკი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს და იქ ძირითადად პოლიტპატიმრები მიჰყავთ. პრესა წერს, რომ როგორც წესი, იქ მოხვედრილთაგან თითქმის არავინ ბრუნდება ცოცხალი, და რომ ამ ციხესთან შედარებით ოსვენციმი ( ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკების ქსელი პოლონეთის ტერიტორიაზე) ნამდვილი სანატორიუმია.

ციხის ფოტოსურათები არ არსებობს, თუმცა სატელიტით გადაღებული ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ იქ 50 000-ზე მეტი პატიმარია. პატიმრებზე ტარდება არაერთი სამედიცინო ექსპერიმენტი, მათზე ცდიან ქიმიურ იარაღს. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ოჯახებით აპატიმრებენ და მთელი ოჯახი წამების მსხვერპლი ხდება. ჩრდილოეთ კორეის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბანაკი დაიხურა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბანაკი ისევ ფუნქციონირებს.

ბანგკვანგი - ცენტრალური ციხე ბანკვანგი ტაილანდში მდებარეობს. ეს არის ციხე, სადაც ადამიანის სიცოცხლე უფრო იაფია, ვიდრე ერთი ნაჭერი პური. არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა, როცა ადამიანი თვეების მანძილზე ავად იყო და მხოლოდ სიკვდილის წინ მისცეს მედიკამენტი, მეტიც, თუ ადამიანი ავად ხდება, არცთუ იშვიათად მას სასიკვდილო ინექციას უკეთებენ და მარტივად იშორებენ თავიდან. ციხის პატიმრების საყვარელი სტუმარი ვირთხაა, რადგან მისი დაჭერის შემთხვევაში, პატიმრებს აქვთ საშუალება, ჭამონ ხორცი ან საერთოდ ჭამონ საჭმელი.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ციხეების, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა. მიუხედავად არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევისა, რომ საპატიმროებში არსებული პრობლემები გადაიჭრას, პრობლემები მაინც არსებობს და ალბათ, კიდევ დიდხანს დარჩება მოუგვარებელი.

ასევე ნახეთ| ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა