არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა

უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. ავაკოვის ინფორმაციით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.

როგორც ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანია "1+1"-ის ეთერში განაცხადა, მან სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შეიტანა.

"როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას", - განაცხადა შს მინისტრმა.

არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება 14 დეკემბერს, რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რა დროსაც მინისტრმა გუბერნატორს წყალი შეასხა.

"1+1"-ის ეთერში ავაკოვმა ინციდენტის გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა