რამდენჯერ მოკლეს თარხან ბათირაშვილი - "უკვდავი" პანკისელი ტერორისტის დაუდასტურებელი სიკვდილის ქრონიკა

რამდენჯერ მოკლეს თარხან ბათირაშვილი - "უკვდავი" პანკისელი ტერორისტის დაუდასტურებელი სიკვდილის ქრონიკა

ერაყში, კირკუკის პროვინციაში, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს არასდროს დადასტურებულა. 2014 წელს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალ-შიშანი ხან სირიაში, ხან ერაყში მოკლეს. ინფორმაცია სხვადასხვა თვეებში: მაისში, ივნისში, აგვისტოსა და ოქტომბერში გავრცელდა და ყველა მათგანი ცრუ აღმოჩნდა.

2014 წლის 13 ნოემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე დაპოსტა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" "წითური გენერალი" მოკლეს და სოციალურ ქსელში განათავსა ჟღალთმიანი გარდაცვლილი მამაკაცის ფოტო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოზე შიშანი არ იყო ასახული და კადიროვმა ფოტო წაშალა.

ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის მაისში, ივნისსა და ოქტომბერშიც გავრცელდა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ჯიჰადისტი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ერაყში ცოცხლად აიყვანეს.

თარხან ბათირაშვილს ნამსახურები აქვს საქართველოს ჯარში, მონაწილეობდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში. 2013 წლის მაისში ბათირაშვილი "ისლამური სახელმწიფოს" ჩრდილოეთის ლიდერად დაინიშნა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბათირაშვილი 2014 წლის სექტემბერში ტერორისტების სიაში შეიყვანა და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი დააწესა.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ:

"წითური გენერალი" მოკლეს?

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტებს შორის ერთ-ერთი ქართველია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა