"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

"აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება" - გივი თარგამაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ბოდვას უწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის დეტალებზე არჩილ თალაკვაძის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"აი ეს სავალალო ტიპი მიჰყავთ ოცნების სიაში, როგორც ახალი, კვალიფიციური სახე. მოუსმინეთ, რეებს ბოდავს იმისათვის, რომ ტყუილები გაასაღოს პროფესიულ გამოძიებად. მკვლელმა ყველაფერი ზედმიწევნით დაგეგმა, გვამი დასანაწევრებლად გაამზადა, ამის მაგივრად თავი დაინაწევრა, ფეხზე ცელოფანი და მოკლულის ფეხსაცმელი ჩაიცვა, მისივე შარვალი ამოიცვა, ჯიბეში სისხლიანი პასპორტი ჩაიდო და და ისე დაიწყო უცნობ პირებთან ერთად ქალაქის ცენტრში ჯირითი... აი ეს ბოდვა არის გამოძიების ვერსია... აქვე ჭაბუკი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ძირშივე კლავს ვერსიას მკვლელობის სამსახურებრივი საქმიანობის მოტივით, მაგრამ, ხვდება რა, რამდენად საშიშია პროკურორის მკვლელობის ამგვარი გაბაიბურება, ყველას აფრთხილებს, პროკურორები საქმიანობის გამო არ მოკლათ, აზრი არ აქვსო. აქვე წინასწარ აანონსებს, რომ საქმე გამოუძიებელი დარჩება, ამბობს რა, რომ მოტივი მხოლოდ იმ ორმა ადამიანმა იცოდა, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. შემდეგ ტრადიციულად გვამისამართებს 2005-2009 წლებში, რომელთა განმავლობაში, თითქოს, კუჭავა მუდმივად სასტიკ დანაშაულებს სჩადიოდა, რომლებსაც არ იძიებდნენ და ამის მაგალითად მისი დის გაქრობა მოჰყავს. შვილო, კუჭავას და 2012 წლის ოქტომბერში გაქრა, ამიტომ, თუ გამოძიებას ითხოვ, საკუთარ კოლეგებთან მოიკითხე. და ისიც ახსენი, პროკურორის მკვლელობაზე არცერთი ქვეყნის პირველი პირი, პროკურატურის პირველი პირიც კი რატომ არ აკეთებს განცხადებას და შენ რატომ გაბოდიალებენ. უკულტურობა კი, რომელსაც ოპოზიციას ედავები, თავად შსს მინისტრის მოადგილედ შენი, წარუმატებელი ფსიქიატრის, მუშაობაა. ქართულო ოცნებავ, ღმერთმა ეს ბიჭუნა 2016 წლის არჩევნებზე წაგებაში მოგახმაროთ.

P.S. მოსკოვში კუჭავას უახლოესი მეგობარი კახა თარგამაძეა. ისე, ცნობისათვის", - წერს თარგამაძე.

იხილეთ ასევე: გაუჩინარებული და, გერის, ცოლ-ქმარ ნინუებისა და გოჩა მაღალთაძის მკვლელობა - რა აკავშირებს კუჭავას ამ საქმეებთან

არჩილ თალაკვაძე - სავარაუდოდ გვამი ჩამოკიდა, სისხლისგან დაცალა და შეუდგა მის დანაწევრებას

რა აკავშირებდა აზარტული მოთამაშის მკვლელობასთან პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას?!

"სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა ჩემი ვალი აქვსო" - 2007 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაში კუჭავას ბრალეულობაზე ღიად საუბრობენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს