"უმძიმესი ამბავია და აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი" - ანანიაშვილის მოსკოვში ცეკვის ამბავზე FB-გამოხმაურებები არ წყდება

"უმძიმესი ამბავია და აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი" - ანანიაშვილის მოსკოვში ცეკვის ამბავზე FB-გამოხმაურებები არ წყდება

25 თებერვალს მოსკოვის დიდ თეატრში ნინო ანანიაშვილის ცეკვის ამბავზე  "ფეისბუქში" გამოხმაურება არ წყდება:

ნიკა გვარამია:

ძალიან მიყვარს ნინო ანანიაშვილი. ცოცხალი ლეგენდაა და ძალიან სასიამოვნო ადამიანი.

25 თებერვალს რუსეთში ცეკვას ეს ვერაფრით ვერ უშველის - უმძიმესი ამბავია და აღუდგენლად დააზიანა პრიმას იმიჯი. ძალიან მეწყინა და ძალიან გამიკვირდა.

p.s. თუ, რა თქმა უნდა, მანამდე, მაგალითად, ლელა წურწუმია იმიტომ არ აცვეს ჯვარს, რომ ბალეტს ვერ ცეკვავს.

ბაკურ ბაკურაძე:

ჰე! ნაცხროვა სად ხართ? რატომ არ აკეთებთ კომენტარს????

წივილ-კივილი რომ გაგიდით, რატომ მიდიან ქართველი ხელოვანები მოსკოვში სამღერადო?

25 თებერვალს ნინო ანანიაშვილმა რუსეთში, მოსკოვში, დიდ თეატრში იცეკვა!

ის სადაა ქმარი ქმარი? თვითონ ძლივს რომ გააგდებინეს რუსეთის პასპორტი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ხელიდან და სხვას ყველას რომ რუსეთის აგენტს ეძახის?

სად ხართ თქვენ რატო გაიყუსეთ, თუ თქვენიანი მოღალატე არაა დანარჩენი ყველა ჩასაქოლი?

ტფუი თქვენი..

P.S. უნდა იცეკვოს, ჩემი აზრი ესაა. მისი ცხოვრების და შემოქმედების უდიდესი ნაწილია რუსეთი, ეს სცენა და უნდა იცეკვოს...

დავით კოვზირიძე:

25 თებერვალს საერთოდ რა გაცეკვებს, მითუმეტეს მოსკოვში

გოგი გვახარია:

"შუბა" გააპრავეს, 25 თებერვალს ვეღარ აპრავებენ:)

ზვიად კვაჭანტირაძე:

ნინო ანანიაშვილი და ჩვენი სახელმწიფო ბალეტი 25 თებერვალს მოსკოვში კონცერტს მართავენო. სრულიად ქართულ ფეისბუკთან ერთად მეც ავღშფოთდი და ვიფიქრე, რომელმა ბრიყვმა გადაწყვიტა, მაინცადამაინც საქართველოს ოკუპაციის წყეულ დღეს მოსკოვში სპექტაკლის გამართვა- მეთქი. დაიწყო გამალებული თავდასხმები ანანიაშვილზე და მას ლანძღავენ როგორც ნაცები, ასევე ჩვენი ხელისუფლების მომხრეებიც და სხვებიც. მოკლედ ყველა, ვისაც არ ეზარება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თუ პოლიტიკაში შეგნებულად პირდაპირ არ ერთვებიან, პოლიტიკის გარეთ მყოფი ხელოვნების ვარსკვლავების ძალით აქტიური პოლიტიზაცია და პოლიტიკაში მათი ძალით ჩათრევა მავნებელია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, მესმოდა და მესმის, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური შეხედულებები და სიმპათია-ანტიპათიები. ნინო ანანიაშვილს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ სიმპათიაში ალბათ ვერავინ შეამჩნევდა, ამიტომაც ვერავინ იფიქრებს, რომ რასაც ახლა ვიტყვი, იმიტომ ვიტყვი, რომ ჩვენი "მხარდამჭერის" დაცვა გადავწყვიტე:

სინამდვილეში თურმე საქმე ცოტა სხვაგვარადაა. ნინო ანანიაშვილს არ ეკუთვნის ასეთი ლანძღვა-გინება იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა თავისი აღმზრდელი პედაგოგის საიუბილეო კონცერტში პირადად (და არა ქართულ დასთან ერთად) მიიღოს მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პედაგოგის საიუბილეო თარიღი და საიუბილეო კონცერტი ემთხვევა საქართველოს ოკუპაციის დღეს. ნინო პირადად და არა ჩვენი სახელმწიფო ბალეტის დასი დღეს პატივს მიაგებს თავის აღმზრდელ პედაგოგს, რომელსაც უდიდესი და გადამწყვეტი როლი მიუძღვის მის ბალეტის პრიმად, ერთერთ უდიდეს ბალერინად ჩამოყალიბებაში და ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ნინოს საყვარელი პედაგოგის ეროვნებას. სტრუჩკოვას საქართველოს ოკუპაცია არ განუხორციელებია. მან მსოფლიოს და ქართულ ბალეტს დიდი ვარსკვლავი აღუზარდა. სასაცილოა ყველაფრის პოლიტიზირება.

რა თქმა უნდა, დღეს, 25 თებერვალს ქართულ სახელმწიფო ბალეტს (რომელიც დღეს არაფერ შუაშია) და ნინო ანანიაშვილს რომ საგასტროლო სპექტაკლი (რაც, როგორც წესი დროში წინასწარ იგეგმება) ეთამაშათ მოსკოვში, ამას ვერანაირი გამართლება ვერ მოეძებნებოდა.

ნუ ვიქნებით ასეთი რადიკალები. სწორედ რადიკალიზმი ღუპავს და ანადგურებს ირგვლივ ყველაფერს და ხრწნის საზოგადოებას სულიერად და მორალურად.

დადგა დრო, როდესაც საქართველოს საზოგადოების კონსოლიდაცია ხდება გარდაუვალი და მივცეთ

ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას ამის შანსი.

ცოტნე გამსახურდია:

ჰო, კაი, რა მოხდა ახლა ასეთი, ჯერ რომ არ უქნიათ ქართველებს? რა საჭიროა ეს წამოძახებები - აი, კორკოტაშვილი რომ წავიდა, აი, ანანიაშვილი არ უნდა წასულიყო... ვინც იხდის, მისთვის იხდიან, უკაცრავად, ცეკვავენ კიდეც! :)))) დამოუკიდებლობის დღეზე რომ არ იცეკვეს, მადლობელი იყავით!

ეჰ, საწყალი მამაჩემი, ჯერ ახლა რა დღეში არიან, და მაშინ ამათ რა გააჩერებდა... მესიანიზმსა და ნაციონალიზმში ადანაშაულებენ, ზნაიწე ლი :)) ეს მუდამ რენეგატები, საღი და პრაგმატული გონებითა!

ირაკლი ტაბლიაშვილი:

ვინც 25 თებერვალს ვერ გრძნობს... გინდ სახალხო არტისტი იყოს, გინდ, პრიმა და გინდ, ვინც გინდა... ის აქ, ამ ქვეყანაში არუნდა იყოს.

2) თუ ვერ გრძნობს ერთი, მეორემ ხომ უნდა იგრძნოს?

ურჩიოს... უთხრას...

ეს მეორეც თუ ვერ გრძნობს, გინდ საგარეო მინისტრ-ყოფილი იყოს და გინდ ვინც გინდა...

ისიც წავიდეს...

აი, ასე!

გია კორკოტაშვილი:

როგორ უნდათ ამ ნაცანალებს არიონ სიტუაცია!!!!!!! ყველაფერს აკეთებენ ნაცები (მეტი შანსი არა აქვთ) და ქოცებიც (მეტის თავი არა აქვთ), რომ ეს მოხდეს. ქ-ტონ ნინო ანანიაშვილს იმდენს უძახებენ ,,რუსეთუმეს" დატოვებს საქართველოს საერთოდ. ვინ წააგებს ამითი ახალგაზრდა თაობას აღმზრდელი პროფესიონალი პრიმა ბალერინა დააკლდება. საკუთარი ორგანიზმის ნაწილსაც მოიგლეჯენ (ვითომ პატრიოტები საქართველო, რომ ,,ჩერეზ" ამერიკა უყვართ) ოღოდ თვითონ იყვნენ კარგად. ეს ოფიციალური ცრუ-ს აგენტები სხვის აგენტობაზე ლაპარაკობენ. ესენი როგორც პარაზიტები (გინდა ნაცი იყოს და ვინც გინდა ის იყოს) ისე უნდა განადგურდნენ, რომ კვალი აღარ დარჩეს მათი. მშვენივრად მიაგნებს ბრძენი ქართველი ხალხი იმ გზას, რომელიც მას სჭირდება (ამერიკაა ეს ევროპაა, რუსეთი თუ სამივე ერთად). საქართველო.

იხილეთ ასევე: "ტეხავს, სამარცხვინოა... ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა" - ანანიაშვილს მოსკოვში ცეკვის გამო აკრიტიკებენ

"მე ამაზე არ მიფიქრია..." - ნინო ანანიაშვილი მოსკოვში გამართული კონცერტის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს