ეგვიპტის ტელევიზია თვითმფრინავის სავარაუდო გამტაცებლის ფოტოს ავრცელებს

ეგვიპტის ტელევიზია თვითმფრინავის სავარაუდო გამტაცებლის ფოტოს ავრცელებს

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიამ თვითმფრინავის გამტაცებლის ამსახველი ფოტოსურათი გაავრცელა. ფოტოზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩანს, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, იდენტიფიცირებულია როგორც იბრაჰიმ სამაჰა.

არაოფიციალური მონაცემებით, ის ეთნიკური ეგვიპტელი ან ლიბიელია.

გამოცემა "ტელეგრაფის" ინფორმაციით, გამტაცებელი აშშ-ის ატლანტას უნივერსიტეტში სწავლობს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გამტაცებლის მოქმედებები სავარაუდოდ, პირად მოტივებს უკავშირდება.

როგორც დასავლური მედია წერს, კვიპროსში, სადაც მან მფრინავებს თვითმფრინავის ჩაყვანა უბრძანა, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.

ადგილობრივი პრესა წერს, რომ ლარნაკას აეროპორტში მალე გამტაცებლის ექს-მეუღლეს ჩაიყვანენ.

ამჟამად გამტაცებელი თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟსა და 4 მგზავრთან ერთად იმყოფება.

იხილეთ ასევე: უახლესი მონაცემები ეგვიპტეში გატაცებული ლაინერის შესახებ - ბორტზე 4 მგზავრი დარჩა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა